Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინეთში Food & Drinks Fair 12-14 აპრილს გაიმართება

China Food & Drinks Fair, რომელიც ცნობილია, როგორც ჩინეთის კვების ინდუსტრიის “ბარომეტრი”, 1955 წლიდან იმართება და ერთ-ერთი უძველესი ფართომასსტაბიანი პროფესიული გამოფენაა ჩინეთში. დღეისთვის Food & Drinks Fair-ის საგამოფენო სივრცე 100 000 კვადატულ მეტრს აღემატება. ღონისძებაზე დაახლოებით 3000 მწარმოებელი და 150 000 პროფესიონალი მყიდველი იქნება. ეს ძალიან დიდი ისტორიის მქონე ფართომასშტაბიანი გამოფენაა ჩინეთის კვებისა და ღვინის ინდუსტრიაში. 

პანდემიის შემდეგ 2022 წელს ჩატარებულ CFDF-ს დაახლოებით 200 000 სტუმარი ესწრებოდა, ეს დაახლოებით 50%-ით ნაკლებია წინა წლებთან შედარებით Covid 19-ის “ლოქდაუნებისა” და კარანტინის გამო. მიუხედავად ამისა, შარშან ძალიან ბევრი დაინტერესებული პირი იყო, მათ შორის მყიდველები და დისტრიბუტორები, იმპორტიორები და ა.შ.

ეს ღონისძიება არის საკვებისა და სასმელების ყველაზე ცნობილი ადგილობრივი გამოფენა ჩინეთში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ალკოჰოლური სასმელების მიმართულებითაა. წელს, როგორც ვკითხულობთ, ჩინეთის თითქმის ყველა დისტრიბუტორი ეწვევა გამოფენას და გამოვლინდება წლევანდელი ბაზრის ტრენდენციებიც.

ესპანეთის, იტალიის, კანადისა და სხვა ქვეყნების მსგავსად ღონისძიებაზე მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. გამოფენაზე ღვინოს წარადგენს “მეღვინეობა ხარება”; “თელიანი ველი”; “კახური ტრადიციული მეღვინეობა”; “შატო მუხრანი” და ა.შ.

“კახური ტრადიციული მეღვინეობა” აღიშნავს, რომ გამოფენა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად : “მოგეხსენებათ, რომ 12-დან 14 აპრილის ჩათვლით ჩინეთში, ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება. მოხარულები ვართ, რომ KTW ჯგუფი აღნიშნული გამოფენის მონაწილეა. მიგვაჩნია, რომ ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. რაც შეეხება, ჩვენს პროდუქციას, ადგილზე სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ პრემიალური: წყნარი და ცქრიალა ღვინოები, „შატო ასკანა“, „შატო მანავი“, „გურამიშვილის მარანი“ და სპეციალური კოლექცია. მათ შორის, კახური, ქართლის და დასავლური ყურძნის ჯიშებისაგან წარმოებული ღვინო”. “მეღვინეობა ხარება” კი ღვინის ოთხ სახეობას წარადგენს:ახაშენი, 2021; საფერავი, 2019; მუკუზანი, 2020; საფერავი, 2014. ღონისძიების შესახებ ინფორმაციას მათივე გვერდზე ნახავთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.