Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ღვინის დეფიციტი ემუქრება

ამერიკული ფინანსური კომპანია Morgan Stanley-ს მესვეურები გვაფრთხილებენ, რომ მსოფლიოში მოსალოდნელია ღვინის დეფიციტი. უკვე დიდი ხანია, სასმელზე მოთხოვნა მიწოდებას საგრძნობლად აჭარბებს. Morgan Stanley-ს სპეციალისტები ანგარიშში მიუთითებენ, რომ შექმნილი დეფიციტი უმწვავესია ბოლო 40 წლის განმავლობაში. თუმცა გლობალური კრიზისის ნიშნები ჯერ კიდევ 2004 წლიდან იყო შესამჩნევი, როცა მოთხოვნა მიწოდებას 600 მილიონი კეისით აღემატებოდა.

Morgan Stanley-ს სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ღვინის საერთო მოხმარება 1996 წლიდან იზრდება (გამონაკლია მხოლოდ 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის პერიოდი). დღეისათვის დანაკლისი დაახლოებით წელიწადში 3 მილიონი კეისით განისაზღვრება. მართალია,  მსოფლიოში უკვე მილიონობით მეღვინე მოღვაწეობს და ყოველწლიურად 2,8 მილიარდ კეისს აწარმოებენ, მაგრამ დღეისათვის ღვინის მოყვარულთა მოთხოვნა, ძირითადად, გასული წლების მარაგით კმაყოფილდება. ცხადია, მარაგიც არაა უსასრულო და ნელ-ნელა იცლება. საბოლოოდ მივადგებით 2012 წლის ვინტაჟს, რომელიც შესაძლო მოთხოვნაზე ბევრად მცირეა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს ღვინის დეფიციტს – გაიზრდება ექსპორტი და მოიმატებს ფასები. მათი ვარაუდით, ღვინის დეფიციტი ევროპაში წარმოების შემცირებით არის გამოწვეული. წარმოების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 10%-ით შემცირდა, 2004 წელთან შედარებით კი – 25%-ით იკლო. თუმცა ისეთ ქვეყნებში როგორებიც არის ამერიკა, ავსტრალია, არგენტინა, ჩილე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ახალი ზელანდია – არც ისეთი სავალალო მდგომარეობაა. იქ წარმოება არათუ იკლებს, არამედ იზრდება კიდეც. როგორც ჩანს, ამ დეფიციტით ეს ქვეყნები კარგად იხეირებენ – საგრძნობლად გაიზრდება მათი პროდუქციის ექსპორტი და, შესაბამისად, მოგებაც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.