Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მისტიკურ ლუდს სავსე მთვარეზე ხარშავენ

სავსემთვარეობა, ჩვეულებრივ, წვიმებთან, მაქციებთან და სულიერ აშლილობებთან ასოცირდება ხოლმე. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სავსე მთვარეზე კარგია ლუდის ხარშვა - ასეთი აღმოჩენა გააკეთეს სულ ახლახან ბელგიელმა ლუდის მწარმოებლებმა.

"მისტიკური” ლუდის შემქმნელი, რომელსაც Paix-Dieu უწოდეს, სამხრეთ ბელგიაში საგვარეულო ლუდსახარშის მეპატრონე, ვინმე როჯერ კოლიერი, გახლავთ. სწორედ მან მოამზადა განსაკუთრებული ლუდის პირველი პარტია შემოდგომის სავსე მთვარეზე. ეს იდეა მას საფრანგეთის აღმოსავლეთ რეგიონში, ელზასში, მეგობართან სტუმრობისას გაუჩნდა. მეღვინე მეგობარმა ლუდის მეწარმე მეგობარს გაუმხილა, რომ წარმოების მთელ პროცესს ის მთვარის კალენდარზე დაყრდნობით გეგმავს. ამ იდეამ კოლიერს ექსპერიმენტებისკენ უბიძგა და შედეგად შეიმუშავა ლუდის ხარშვის ცხრასაფეხურიანი პროცესი ორი სხვადასხვა ჯიშის სვიის გამოყენებით, ასევე ბოთლში ქაფიანი სასმელის მეორადი ფერმენტაცია სავსე მთვარის შუქზე. "ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე ცდა და აღმოჩნდა, რომ სავსე მთვარეზე ფერმენტაცია გაცილებით აქტიურად მიმდინარეობს. საბოლოო პროდუქტი მკვეთრად განსხვავდება სხვა ტიპის ლუდებისგან, ის უფრო მაგარი გამოდის და გემოც გაცილებით დიდხანს რჩება” - ამბობს კოლიერი.
როგორც გაირკვა, სავსე მთვარე ლუდის ფერმენტაციის პროცესს აჩქარებს, ხოლო დუღილის პროცესს 7-დან 5 დღემდე ამცირებს. როგორც ლუდის მოყვარულები ამტკიცებენ, ასე სასმელი უფრო მაგარი და გემრიელი გამოდის. საუკეთესოდ დაბალანსებული, ოქროსფერი ლუდი 10% ალკოჰოლს შეიცავს, რაც ევროპისა და ამერიკის სტანდარტისათვის საკმაოდ მაღალი, ბელგიისათვის კი აბსოლუტურად ნორმალურია, ვინაიდან ამ ქვეყანაში ტრადიციული სამონასტრო ლუდის სიმაგრე ხშირად 11-12%-ს აღწევს.
ლუდსახარში Caulier 12 ათასი ბოთლი Paix-Dieu-ს წარმოებას გეგმავს. პროდუქცია ბელგიურ ბაზარზე გაყიდვაში 31 ოქტომბერს გამოვა. კოლიერი იმედს გამოთქვამს, რომ მისი ლუდი წარმატებული იქნება და მალევე აპირებს მის ექსპორტს იაპონიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბელგიელი მეწარმე იზიარებს სავსე მთვარეზე ლუდის მომზადების სამეცნიერო ახსნას, მაგრამ არც სავსე მთვარის ლუდზე გავლენის მისტიკურ ასპექტს გამორიცხავს. "არაერთი ფერმერი აღიარებს, რომ მთვარე ზოგიერთი მათი პროდუქტის ხარისხზე ახდენს გავლენას, სავსემთვარეობა არც ადამიანებს ტოვებს გულგრილს, ისინი უამრავ მითს ქმნიან მთვარის შესახებ და მე ვთვლი, რომ ამ ყველაფერში სიმართლის წილიც დევს.”- ამბობს კოლიერი.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული