Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეტალის ხრახნიანი თავსახური შამპანურისთვის

კომპანია De Bortoli Wines-მა გამოუშვა ცქრიალა ღვინოები, რომლებსაც კორპის საცობის ნაცვლად მეტალის ხრახნიანი თავსახური აქვთ.

მეტალის ხრახნიანი თავსახური ან ხუფი ყოველთვის ჩვეულებრივი ღვინისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი თავსახური ცქრიალა ღვინის ბოთლისათვის მოერგოთ, ტექნოლოგიის დახვეწა გახდა საჭირო. თავსახური, რომელსაც Viiva დაარქვეს, კომპანია De Bortoli Wines-ის ღვინო Trevi-სათვის გამოუშვეს. თავსახურის შესაქმნელად კი ორი კომპანია - Guala Closures Australia და O-I გაერთიანდა.   

კომპანიის გაყიდვების მენეჯერი, პიტერ იომენი მიიჩნევს, რომ ცქრიალა ღვინის ბოთლის ამ ახლებურ თავსახურს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს. მაგალითად, ის მეტად მოსახერხებელია ქალბატონებისათვის, რომელთაც ასე ძალიან უყვართ შამპანური - საცობის ამოძრობა ხომ მათთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს... ასევე ძალიან იოლია ბოთლში დარჩენილი ღვინის შენახვა, საჭირო არ არის დროებითი საცობის შერჩევა ან უკვე ამოღებული საცობის უკან ჩატენვა. მეტალის ხრახნიანი თავსახური ძალიან იოლად იხსნება და იხურება.

გარდა ამისა, ასეთი თავსახური უსაფრთხოც არის – შამპანურის გახსნისას არ გექნებათ იმის შიში, რომ ბროლის ჭაღს დალეწავთ ან ვინმეს თვალს ჩაულურჯებთ. ამასთან, ასეთი თავსახური ხელს უშლის გადაჭარბებულ სმას - თუ გვეცოდინება, რომ ბოთლში დარჩენილი ღვინო გადასაღვრელად არ არის განწირული, დავლევთ იმდენს, რამდენიც გვსურს და დანარჩენს ისევ შევინახავთ. ბატონი იომენის თქმით, ვინაიდან თავსახური რამდენიმე დღე უცვლელად ინახავს ღვინოს, მათ პროდუქტზე დიდი მოთხოვნა იქნება HoReCa-ს (Hotel, Restaurant, Cafe) სეგმენტში, სადაც ძირითადად თითო ბოკალ ცქრიალა ღვინოს უკვეთენ ხოლმე. ასეთი თავსახური მოსახრეხებელია აგრეთვე დიდი წვეულების დროს, როდესაც ბევრი შამპანურია გასახსნელი, რადგან ასეთი თავსახურის გახსნა უფრო იოლია, ვიდრე ტრადიციული საცობის ამოძრობა.   

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული