Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტალიატელე ტახის ხორცით

საჭირო მასალა: 250 გ ტახის რბილი ხორცი, 40 მლ ზეთი, 2-3 ს.კ. ტომატპასტა, 1 მუჭა ფქვილი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 250 მლ წითელი ღვინო, 600 გ სხვადასხვა ბოსტნეული (ხახვი, კარტოფილი, ნიახური და სხვ.), 0,5 ს.კ. მდოგვი, 3 ს.კ. შტოში ან წითელი მოცხარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით. ცომისთვის – 1 კგ თეთრი მანანის ბურღული, 6 ცალი კვერცხი, 2 ცალი კვერცხის გული, 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 4 ს.კ. წყალი.

მომზადება: ხორცი დავჭრათ და ცხიმში შევბრაწოთ, შემდეგ ტაფიდან ამოვიღოთ და ამავე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ბოსტნეული. ცალკე მოვშუშოთ ტომატპასტა და შევურიოთ ფქვილი. დავუმატოთ ხორცი, დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ. შემდეგ დავუმატოთ ცოტა წყალი და 1 საათი დაბალ ცეცხლზე, თავდახურული ვშუშოთ. დავუმატოთ მოშუშული ბოსტნეული და განვაგრძოთ შუშვა. როცა ხორცი დარბილდება, დავუმატოთ მდოგვი და კენკრა. მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ და თხლად დავჭრათ (სასურველია ცომის გასაბრტყელებელი მანქანის გამოყენება). ქვაბში ავადუღოთ ბლომად წყალი, ჩავყაროთ 1 ს.კ. მარილი და მოვხარშოთ მომზადებული ცომის ნაჭრები, შემდეგ გადავწუროთ (წყალი არ გადავავლოთ!) და სუფრაზე ხორცის რაგუსთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული