Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

40 ჯილდო - Mundus Vini Summer Tasting 2022

Grand International Wine Award Mundus Vini-ზე ბრმა დეგუსტაციისას 130-მა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა ღვინოები 33 ქვეყნიდან. 23 ღვინოს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო Gold Grand, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ქართულია. 980-მა გამორჩეული შეფასება აიღო და ოქრო დაიმსახურა, 671-მა კი ვერცხლი. შარშანდელ მონაცემებთან შედარებით ქვეყნების რეიტინგით ბევრი არაფერი შეცვლილა: პირველ ადგილზე ისევ იტალიაა, მათი 413 ღვინიდან ცხრამ აიღო Grand Gold-ის მედალი. მეორე ადგილას ესპანეთია 334 ჯილდოთი, მესამეზე კი გერმანია - 192 ჯილდო. 

კონკურსში ავსტრალიამ 57 ჯილდო დაიმსახურა, ჩეხეთმა 56, სამხრეთ აფრიკამ 54, შემდეგ საქართველო მოდის - 40 მედლით, ავსტრია კი - 38-ით.

კრისტიან ვოლფი, დეგუსტაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ წლევანდელმა კონკურსმა ძალიან კარგად ჩაიარა: “შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი კარგი ღვინის მწარმოებელია. ძალიან სასიამოვნო იყო პირველად თურქული Grand Gold მედალი, რომელმაც წითელმა ღვინომ დაიმსახურა”.

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული ჯილდოც იყო, The best of Show, რომელიც ყველა კატეგორიის საუკეთესო ღვინოს გადაეცა. მათ შორისაა 2012 წლის ღვინო “თელავის ღვინის მარნიდან”. 

აღსანიშნავია, რომ გამარჯვება მოიპოვა 40-მა ქართულმა ღვინომ. Grand Gold-ის, ანუ ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯილდო აიღო “თელავის ღვინის მარნის” 2012 წლის საფერავმა.  26-მა დაიმსახურა ოქრო, ხოლო 13-მა აიღო ვერცხლი. 

Mundus Vini დაარსდა Meiniger Verlag-ის მიერ და დაარსებიდან დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია. ყოველწლიურად 12 000-ზე მეტი ღვინო იღებს მონაწილეობას, ეს კი კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ამ კონკრუსის მნიშვნელობას. Mundus Vini 2014 წლიდან წელიწადში 2 დეგუსტაციას აწყობს. წლევანდელი 31th Wine Tasting-ის შედეგებს შეგიძლიათ კონკურსის ვებგვერდზევე გაეცნოთ.

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.