Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"კლიკოს ქვრივი" უძილობისგან კურნავს

შამპანური ღვინოების ცნობილი სახლი Veuve Clicquot უძილობის პრობლემით დაინტერესდა. კომპანიამ საკუთარი სასტუმროსთვის ცნობილ დიზაინერს მეთიუ ლეონეს სპეციალური საძინებელი შეუკვეთა, რომელშიც ჯანმრთელი და სრულფასოვნი ძილის ყველა პირობა იქნებოდა შექმნილი. სწორედ ამ მოთხოვნის მიხედვით დამზადებული უჩვეულო საძინებელი, რომელსაც Once Upon a Dream (ერთხელ სიზმარში) ჰქვია, იქნა წარმოდგენილი მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე Design Miami. ის სპეციალურად სასტუმროVeuve Clicquot Hotel du Marc-ისათვის შეიმუშავეს. ყველას, ვინცOnce Upon a Dream-ში დაიძინებს, ჯანმრთელი და ღრმა ძილი გარანტირებული აქვს: საწოლის გარშემო ჯერ ნელ-ნელა ეშვება ფარდები, ტემპერატურაც ოდნავ იკლებს და შუქიც ქრება. ყველაფერი ისე ხდება, თითქოს ბუნებაში იძინებთ. ანალოგიურად ხდება გაღვიძებაც - განათება ნელ-ნელა იმატებს და ტემპერატურაც 21 გრადუსს აღწევს. უფრო მეტიც, ჯადოსნური საძინებელი მათაც დაეხმარება, ვინც საათობრივი სარტყელის გამო სიმშვიდეს კარგავს. საძინებელში გატარებული 20 წუთი ერთი საათის განსხვავებას მოგიხსნით დროში, შესაბამისად, ერთსაათიანი ძილი - სამ საათობრივ სარტყელს უდრის. ამგვარი საძინებელი სწორედ რომ წაადგებოდა მადამ კლიკოს, რომელიც უძილობით იტანჯებოდა. თუმცაღა ქალბატონის სახელი მადლიერი თაობების მეხსიერებაში არა მისი უძილობით, არამედ არაჩვეულებრივი გამოგონებებით შემორჩა. 1816 წელს "ღვინის ქვრივმა" რემუაჟის (ცქრიალა ღვინის ნალექის დაწდომის პროცესი) პირველი მოწყობილობა შექმნა, რომელიც დღესაც გამოიყენება მეღვინეობაში. რესტავრაციის შემდეგ ახლად გახსნილ სასტუმრო Hotel du Marc-შიუცნაურ საძინებელთან ერთად XIX საუკუნის სტილში მოწყობილ სპეციალურ პავილიონებსაც იხილავთ. აქ სტუმრებს შეეძლებათ შამპანურითა და მუსიკით ისიამოვნონ. პავილიონების დიზაინზე სპეციალურად სასტუმროსათვის ბრაზილიელმა დიზაინერმა იმუშავა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული