Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო გერმანულ ჟურნალში: ღვინის კულტურისა და მეთოდების მიმოხილვა

გერმანული ცნობილი ჟურნალი Silkes Weinblatt სტატიას ქართულ ღვინოს უძღვინის და საქართველოს ღვინის კულტურის, ხანგრძლივი ისტორიისა და მეთოდების შესახებ წერს. ავტორი ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ საქართველოს ღვინის წარმოების მრავალწლოვან ტრადიციაზე, არამედ ღვინის დამზადების ტექნოლოგიებსა და ტრადიციებზე, როგორიცაა ქვევრის მეთოდი. სტატიაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ სუფრას, რომელიც ღვინისა და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა.

ავტორი იწყებს მიმოხილვით, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველო ღვინის კულტურა, რომელიც 8,000 წლის წინ იწყება, ახლა ნამდვილად ყვავის: „ ეს ქვეყანა მდიდარია მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებით, ქართული ღვინო კი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ის ცოცხალ კავშირშია ქვეყნის კულტურასა და ისტორიასთან“ - წერს ავტორი.

ავტორი დიდ ყურადღებას უთმობს ქვევრის მეთოდს და მკითხველს დეტალურად უამბობს მის შესახებ : „ქვევრი არის თიხის ჭურჭელი, რომელსაც ღვინის ფერმენტაციისთვის და შენახვისთვის იყენებენ. ეს ტექნოლოგია ქართული ღვინის უნიკალურობას აძლიერებს, რადგან მას უნიკალურ ტექსტურასა და არომატს სძენს. ქვევრში ფერმენტირებული ღვინოები საინტერესოა ორგანული და ნატურალური პროდუქტების მოყვარულთათვის. საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით პოპულარული ქარვისფერი ღვინოა.“

სტატიაში ასევე ქართული სუფრის შესახებაც ვკითხულობთ. ავტორი სუფრას, როგორც ცხოვრების, მეგობრობისა და სტუმართმოყვარეობის ზეიმს აღნიშნავს: „ქართველი ხალხისთვის ღვინო უბრალოდ სასმელი კი არა, არამედ სულიერი და კულტურული ერთობის სიმბოლოა. თამადა, სუფრის წამყვანი, მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ტრადიციული სადღეგრძელოებითა და მისი შეგონებებით. ვფიქრობ, განსაკუთრებით შთამბეჭდავია უცხოელი სტუმრებისთვის და მართლაც განსაკუთრებულ განცდას ტოვებს ყველასთვის“.

საქართველოს ღვინის მრავალფეროვნებას ავტორი განსაკუთრებულად გამოყოფს. სტატიაში ახსენებს 500-ზე მეტ უნიკალური ვაზის ჯიშს, რომელთაგანაც ყველაზე მეტად გამოარჩევდა  „საფერავს“, „რქაწითელსა“ და „მწვანეს“. ავტორი ხაზს უსვამს, რომ ეს ჯიშები საერთაშორისო აღიარებას იძენს და მეტ ყურადღებას იმსახურებს მთელს მსოფლიოში.

დასკვნით ნაწილში კი ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ღვინის საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული ღვინოები აქტიურად იყიდება მსოფლიო ბაზარზე და მეღვინეობის ეს ტრადიცია, რომელსაც 8,000 წელი აქვს, კვლავ იზრდება და ვითარდება.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.