Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის საღამო ბერლინში

7 აგვისტოს ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში ქართული ღვინის საღამო გაიმართა, რომელსაც საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია უძღვებოდა. საღამო გერმანიაში საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 31 ივლისს დაიწყო და 30 აგვისტოს დასრულდება. კულტურის დღეების ორგანიზატორია საქართველოს საელჩო გერმანიაში. საღამოს ოფიციალური მხარდამჭერი იყო საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

საღამოს შესავალ ნაწილში მალხაზ ხარბედიამ ქართული ღვინის შესახებ მოკლე მიმოხილვა წარმოადგინა, რომელიც ისტორიული ექსკურსით დაიწყო და ქართული ადგილწარმოშობის დასახელებებით დასრულდა. მომხსენებელი შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ მევენახეობა-მეღვინობის უძველეს ნაკვალევს, რომელმაც საქართველოს ღვინის აკვნის სტატუსი დაუმკვიდრა თავის დროზე. ასევე საუბარი იყო საქართველოს ღვინის რეგიონებზე, ქართული მევენახობა-მეღვინობის თანამედროვე მდგომარეობაზე, და რაც მთავარია, ქართულ ტრადიციულ ქვევრის მეთოდზე, რომელზეც მალხაზ ხარბედია შედარებით ვრცლად შეჩერდა.

შესავალი ნაწილის შემდეგ გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც სხვადასხვა ტიპის 12 საუკეთესო ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. თეთრი მშრალი ღვინოები - მწვანე/ქისი, თელავის მარანი, 2013, კახური წარჩინებული, ბადაგონი, 2012. თეთრი მშრალი, მუხაში დავარგებული - წინანდალი, ლუკასი, 2011, ქვევრის ქარვისფერი კახური - ქისი, ვინოტერა, 2012, რქაწითელი, ციხელიშვილის მარანი, 2012, ვარდისფერი - თავკვერი, შატო მუხრანი, 2013, ქვევრის წითლები - ალადასტური ქვევრის, ხარება, 2012, ქვევრის საფერავი, ჩელთი, 2011, ქვევრის საფერავი, ნიკას მარანი, 2012, ასევე ჯაყელების 2011 წლის მოსავლის ხაშმური საფერავი, შუმის მუკუზანი (2011) და კომპანია თბილღვინოს 2013 წლის მოსავლის ხვანჭკარა. დამსწრეთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ორგანულმა და ნატურალურმა ქართულმა ღვინოებმა, ქვევრის ღვინოებმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი დაინტერესება გამოიწვია, სტუმრები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი გაეგოთ ამ ღვინის შესახებ.

საღამომ დიდი წარმატებით ჩაიარა და ორგანიზატორები და100-მდე სტუმარი, რომელიც ქართული ღვინის დღეს დაესწრნენ ევროპული კულტურების მუზეუმში, იმ იმედით დაემშვიდობნენ ერთმანეთს, რომ მალე კიდევ უფრო ფართოდ წარსდგება ქართული ღვინო გერმანულ ბაზარზე და მაღაზიის დახლების გარდა, იგი რესტორნებსა და ღვინის ბარებშიც გამოჩნდება.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.