თუკი არგენტინაში, ზედ ეკვატორთან მდებარე სალტას პროვინციაში აყენებენ ღვინოს, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს ეკვატორულ აფრიკაში? აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია - რეგიონში რამდენიმე მეღვინეობის კომერციული მეურნეობა ფუნქციონირებს. 1993 წელს კენიაში, თხილის კომპანიის კუთვნილ ფერმა Morendat-ში ვაზის პირველი ძირი დარგეს. დღესდღეობით ღვინის მწარმოებელი კომპანია Leleshwa Wine უკვე 40 ჰექტარზე გადაჭიმულ ვენახს ფლობს. Leleshwa Wine კენიის დედაქალაქ ნაირობიდან 80 კილომეტრში, ეროვნულ პარკ ლეიკ ნაივაშას გვერდით მდებარეობს. ისევე, როგორც სალტაში, ვაზი კენიაშიც ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე ხარობს, ძირითად აქცენტს კი სოვნიონ ბლანსა და შირაზზე აკეთებენ. დღეისათვის კომპანია 60 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახდენს. კომპანია წარმოების 3 მილიონ ბოთლამდე გაზრდას გეგმავს, შესაბამისად, ვენახების ფართობიც გაიზრდება. უნდა ითქვას, რომ ყურძნის მოყვანა კენიაში მეტად შრომატევადი და რთული საქმეა. Leleshwa-ში მწიფე ყურძენს დღედაღამ დარაჯობს 80 ადამიანი - ისინი მაიმუნებსა და ფრინველებს აფრთხობენ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი