Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალია: 2007 წლის შედეგები

 

2007 წელი იტალიელ მეღვინეთათვის წარმატებული აღმოჩნდა. მიუხედავად საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიძნელეებისა, ევროს მაღალი კურსისა და ეკონომიკაში არსებული სტაგნაციისა, ექსპორტის მაჩვენებლები (როგორც რაოდენობის, ისე ფასის) 9%-ით გაიზარდა.

იტალიის ღვინის და სურსათის ინსტიტუტის მონაცემებით, 2007 წელს მოხდა 1,13 მილიარდი ევროს ღირებულების ღვინის ექსპორტი (2.317.210 ჰექტოლოტრი). ასე რომ, იტალიური ღვინის საშუალო ფასმა 4,86 დოლარი შეადგინა.

იტალიურ ღვინოებს სიძნელეები შეხვდათ ამერიკის კონტინენტზე, რაც გამოწვეული იყო ევროს კურსის მუდმივი ზრდით დოლართან მიმართებით.

გაყიდვის საერთო ზრდაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია აზიის ქვეყნების ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ. აქ იტალიური ღვინოები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2007 წელს სამხრეთ კორეაში გაყიდვები გაიზარდა 97%-ით, ჩინეთში - 62%-ით, ტაილანდში - 58%-ით, სინგაპურში - 43%-ით, მალაიზიაში - 21%-ით, იაპონიაში - 6%-ით.

ევროპის ქვეყნებიდან ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი გერმანიაში შეინიშნება (17%).

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, იტალიასაც მუდმივ პრობლემებს შიდა ბაზარი უქმნის. ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე განუწყვეტლივ მცირდება, რაც მეღვინეებს აიძულებს, ერთხელ კიდევ გადახედონ საკუთარი პროდუქციის მარკეტინგს, შეზღუდონ დისტრიბუცია და განსაკუთრებული ყურადღება მზარდ ბაზრებს მიაქციონ.

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული