Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მარანს ზღვის ფსკერზე ააშენებენ

მეღვინეებს მომავალში შესაძლოა მყვინთავობის პროფესიის ათვისებაც მოუხდეთ, რადგან გაჩნდა იდეა, რომ ღვინის მარნები ზღვის ფსკერზეც ააშენონ. სლოვენიელმა მეღვინემ ივან სიმონიკმა რაღაც ამდაგვარი უკვე მოახერხა. ახლახან ის დაღვინების უნიკალური მეთოდის ავტორი გახდა. ექვსიოდე თვის წინ მან 600 ბოთლი ცქრიალა ღვინო, რომელსაც ბერძნული მითოლოგიის ზღვის ღმერთის პატივსაცემად "პოსეიდონი" უწოდა, ადრიატიკის ზღვის ფსკერზე განათავსა. ამ ხნის განმავლობაში ბოთლები თიხის ამფორებში, 300 მეტრის სიღრმეზე ინახებოდა. ტემპერატურა ასეთ სიღრმეში 12-13 გრადუსს აღწევს და ეს საუკეთესო პირობაა ღვინის შესანახად და დასაძველებლად. ნოვატორის აზრით, ასეთ დროს ცქრიალა ღვინის დასაძველებელი ჩვეულებრივი ტექნიკა აღარ გჭირდება, ყველაფერს ზღვის ტალღების მუდმივი მიმოქცევა აკეთებს. ზღვის უნიკალური ღვინის ერთი ბოთლი 139 დოლარად გაიყიდება. თუ "პოსეიდონზე" მოთხოვნა იქნება, სლოვენიელი მეღვინე ზღვის ფსკერზე სპეციალურ მარანსაც ააშენებს. ვინ იცის, იქნებ მის გამოცდილებას მომავალში სხვა მეღვინეებმაც მიბაძონ... აღსანიშნავია, რომ ივან სიმონიკის ღვინომ ზღვის ფსკერზე 6 თვე გაატარა, არის ღვინოები, რომელთაც პოსეიდონის "მარნებში" გაცილებით მეტი დრო - ასობით წელი ინახებოდა. სწორედ ამ შემოდგომაზე ჯორჯიის შტატის ქალაქ სავანას მახლობლად ზღვის ფსკერზე დაივერებმა ჩაძირულ გემზე მადერას ორი ბოთლი აღმოაჩინეს. ისინი 200 წლის განმავლობაში ინახებოდა ოკეანეში, ბოთლები 1800 წლით იყო დათარიღებული. ერთ-ერთმა კოლექციონერმა მისი დაგემოვნებაც შეძლო და აღნიშნა, რომ მას განსაკუთრებული გემო აქვს და საუკეთესოდაა შენახული.
უფრო ადრე კი, ალანდის კუნძულებთან, ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩაძირულ მე-19 საუკუნის სანკტ-პეტერბურგისკენ მიმავალ გემზე, მსოფლიოს უძველესი შამპანური - ფრანგული ცქრიალა ღვინო აღმოაჩინეს, რომელმაც წყალში თითქმის 200 წელი დაჰყო.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული