Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვარდისფერი ღვინო და მისი მწარმოებელი რჩეული რეგიონები

Rosé, იგივე ვარდისფერი ღვინო გაზაფხულსა და საზფხულში განსაკუთრებით პოპულარულია. ღვინის ეს კატეგორია ვაზის წითელი საღვინე ყურძნისგანაა დამზადებული, რომელიც ყურძნის დურდოსთან დუღილის უფრო ხანმოკლე პერიოდს განიცდის, ვიდრე წითელი ღვინო. ჭაჭასთან ასეთი მცირე დროით კონტაქტი ნიშნავს იმას, რომ ღვინო უფრო ნაკლებად მუქია და შედეგად ვარდისფერი ელფერის, უფრო ღია, გამაგრილებელ და მსუბუქი პროფილის ღვინოს ვიღებთ. ვარდისფერი ღვინოები მთელს მსოფლიოში მზადდება, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და შეერთებული შტატები Rose-ს საუკეთესო მწარმოებელი ქვეყნებია.

პროვანსი ყველასთვის ცნობილია, რომ ვარდისფერი ღვინოების “სამშობლოა”, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის თითქმის ყველა რეგიონში აწარმოებენ ვარდისფერ ღვინოებს, პროვანსი განსაკუთრებითაა ცნობილი თავისი არომატული, გრილი და სასიამოვნო ღვინოებით. ძირითადად იყენებენ Cinsault-ს, Grenache-ს, ასევე შირაზს. ღვინოებში ხშირად არის გამოხატული მკვეთრი, მშრალი სტრუქტურა მარწყვის, ჟოლოს, ზოგჯერ ციტრუსის ელფერითაც კი. დიზაინერული ბოთლები, ლამაზი, ელეგანტური ეტიკეტები კი ღვინოებს მიმზიდველობას მატებს. პროვანსში, რომელი სამხრეთ საფრანგეთში მდებარეობს, განსაკუთრებით ცნობილია Côtes de Provence , Coteaux d'Aix-en-Provence , Bandol , Cassis და Coteaux Varoi . როგორც ფრანგები ამბობენ, la vie est trop courte pour boire du mauvais vin , რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ ცუდი ღვინო მიირთვათ. ღვინის ექსპერტი ნათან დეილი კი საუკეთესო ვარდისფერ ღვინოებს ურჩევს მკითხველს პროვანსის რეგიონიდან, ესაა Chateau Trians Provence Rosé - 60 გრენაში, 30% სანსო (Cincault) და 10% შირაზი. იგრძნობთ იასამნის, გრეიპფრუტის, ბროწეულისა და ატმის სასიამოვნო სურნელებს. ავტორი გვირჩევს Domaine Vetriccie Ile de Beaute Rosé - ეს ღვინო, რომელიც ატმის, ალუბლისა და წითელი მოცხარის არომატებით ხასიათდება, ძალიან უხდება ზღვის პროდუქტებს, ასევე ყველს.

იტალიური ვარდისფერი ღვინოები ფრანგული Rose-სგან განსხვავებით უფრო მსუბუქია, როტაზო სასიამოვნო სტრუქტურითა და სიტკბოთი გამოირჩევა. აქვს მუქი ვარდისფერი ელფერი და სხვადასხვა ხილის არომატი, რომელიც დამზადებულია სანჯოვეზესა და ნებიოლოს ჯიშებისგან. ვარდისფერ ღვინოს ძირითადად აწარმოებენ პულიაში, ტოსკანაში, ვენეტოსა და სიცილიაში. ამ რეგიონების ღვინოები სხვადასხვანაირია, რადგან მეღვინეები სხვადასხვა ვაზის ჯიშებსა და ფერმენტაციის მეთოდებს იყენებენ. განსაკუთრებით გემრიელია Costarosa Rosado - 1870 წლით დათარიღებული ღვინის საწარმო ამ ღვინოს Moscato-ს, Malvasia-სა და Croatina-ს ჯიშებით ამზადებენ. იგრძნობა დელიკატური ატმის, მარწყვისა და მწიფე ალუბლის ნოტები. ღვინო განსაკუთრებით უხდება დესერტებს, ტკბილ ნამცხვრებსა და ყველს. 

ესპანური "როზეები" ყველაზე “დამაინტრიგებელი” და ძალიან ხარისხიანია. ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელს მსოფლიოში. რიოხას ხალისიანი, ენერგიული და “ხრაშუნა” ვარდისფერ ღვინოებში საზამთროსა და მარწყვის სურნელებას იგრძნობთ. ესპანეთში ვარდისფერ ღვინოების საწარმოებლად როგორც წესი გარნაჩას, ტემპრანილოსა და მონასტრელს (monastrell) იყენებენ, რაც ღვინოებს განსხვავებულ არომატულ მახასიათებლებს სძენს. ნათანი Cune Cava Brut Rosé-ს გვირჩევს. 1879 წელს დაარსებული Cune Winery მრავალი წელია მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებს. ეს ღვინო 70% გარნაჩისა და 30% პინო ნუარის ნაზავია, იგრძნობთ ინტენსიურ მარწყვისა და ატმის არომატებს. 

აშშ-ში კალიფორნიის მზიანი შტატი ყველაზე მოთხოვნადი როზეების რეგიონია. აქ ნამდვილად აღმოაჩენთ თქვენთვის სასურველ ღვინოს, რომელიც იდეალურია ზაფხულისთვის. ზინფანდელისა და გრენაშის ყურძნისგან დაწურულ ვარდისფერ ღვინოებში ძალიან მკაფიოდ ვლინდება ვარდის ნოტები. ავტორი Hayes Ranch Rosé-ს  გვირჩევს, რომელიც მწიფე ხილის მრგვალი არომატებით გამოირჩევა, ძალიან  უხდება სალათებს, თევზსა და აპერიტივს.  “როზეები”, ზოგადად, განსაკუთრებით ეწყობა ბოსტნეულის ბსუბუქ სალათებსაც.

საქართველოში, როგორც წესი მის დასაწურად ჩხავერს, საფერავს, თავკვერს, ალადასტურსა და ძელშავს იყენებენ, ასევე ოცხანურ საფერეს, შავკაპიტოსა და ა.შ. ჩვენთან თანდათან ღვინის ეს კატეგორია უფრო მოთხოვნადი ხდება, რაც ხარისხზეც აისახება. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული