Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ირლანდიური სოფელი ტურისტებს ყალბი ბარებით იზიდავს

ჩრდილეთ ირლანდიის სოფელი ბუშმილსი ვისკის წარმოების 4-საუკუნოვანი ტრადიციით არის ცნობილი. თუმცა დღეს სოფელს რთული პერიოდი უდგას – ტურისტების რაოდენობა დღითიდღე მცირდება, ვისკიც გაყიდვებმაც საგრძნობლად იკლო. სოფლის მეთაურმა კი გადაწყვიტა, იქაურობა ტურისტთათვის კვლავ მიმზიდველად ექცია და ამისათვის ფრიად გაბედული ნაბიჯი გადადგა: ერთ მშვენიერ დღესაც სოფლის მთავარ ქუჩაზე გაჩნდა უამრავი ბარი, რესტორანი, მაღაზია, საცხობი თუ სახელოსნო... ოღონდ ეს ყველაფერი სახლის ფასადებზე ოსტატურად შესრულებული ნახატი აღმოჩნდა. ერთი შეხედვით შეუძლებელია მიხვდე, რომ სარეკლამო ბროშურების ფოტოებზე გამოსახული ბარ-რესტორნები ნამდვილი არ არის და მხოლოდ სარეკლამო ხრიკია. ამ ეშმაკურმა ჩანაფიქრმა შედეგი უკვე გამოიღო: გასულ წელთან შედარებით წელს სოფელში ჩასული ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად, მათი ვისკიც დიდი რაოდენობით გაიყიდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული