Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ინდოეთი - ჩინური ღვინის გასაღების სავარაუდო ბაზარი

უკანასკნელ წლებში ჩინეთში მეღვინეობის დარგი დიდად განვითარდა - იყრება ახალი ვენახები, იზრდება ადგილობრივი ღვინის წარმოების ტემპები და მოცულობა. ექსპერტთა პროგნოზის მიხედვით, რამდენიმე წელიწადში ჩინეთი ავსტრალიაზე მეტ წითელ ღვინოს ჩამოასხამს. მართალია, ჩინური ღვინო მსოფლიოსთვის ჯერჯერობით უცნობი ხილია, მაგრამ იქაური მწარმოებლები ძალ-ღონეს არ იშურებენ და უკვე პროდუქციის ექსპორტის თაობაზეც აქტიურად მუშაობენ.

ჩინელებს კარგად ესმით, რომ მეღვინეობის სფეროში კონკურენციის გაწევა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია, ჩილე – თითქმის შეუძლებელია. ამიტომ ჩინელები გათვლას აზიის ბაზარზე აკეთებენ და მთელი ძალისხმევა ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის, კერძოდ კი – ინდოეთისკენ აქვთ მიმართული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.