ინფორმაციული ტექნოლოგიები სულ უფრო მეტად იჭრება ადამიანის ცხოვრებაში და ამ სფეროს მზარდი პროგრესიც ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს. სულ ახლახან iPhone-ს მომხმარებლებს პერსონალური სომელიეს მეგზური შესთავაზეს. ამ პროექტის შემქმნელია კომპანია iSimple. პროგრამა მოიცავს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების კატალოგს, საიდანაც სასურველი ღვინის არჩევა ფერის, მწარმოებელი ქვეყნის, ჩამოსხმის წლის, აპელასიონის, ფასის და სხვა უამრავი პარამეტრის გათვალისწინებითაა შესაძლებელი. გარდა ზოგადი ინფორმაციისა, კატალოგი ისეთ სასარგებლო დეტალებსაც გაგაცნობთ, რომელთა ამოკითხვაც ბოთლის ეტიკეტზე ხშირად შეუძლებელია. მაგალითად, შეგიძლიათ შეიტყოთ კონკრეტული ღვინის ჯილდოების, რეიტინგის, შაქრიანობის მაჩვენებლის და ა.შ. შესახებ. გარდა ამისა, ყველა ღვინოს ახლავს კომენტარები და რჩევები, თუ რომელ კერძთან და საკვებთანაა მართებული მისი შეხამება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი