3 ივლისს მთაწმინდის პარკში ფესტივალი „ღვინის სოფელი“ გაიმართება. როგორც იცით, „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ერთი წლის მანძილზე ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანი იყო და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავდა. პროექტი გულისხმობდა ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.
ფესტივალი „ღვინის სოფლის“ მთავარი იდეა რეგიონებში ღვინის ტურიზმის განვითარება, ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
ფესტივალი „ღვინის სოფლი“ მთაწმინდის პარკში გაიმართება. 3 ივლისს, 11:00-დან 18:00-მდე. ამჯერად ფესტივალზე პროექტის ფარგლებიდან წარმოდგენილი იქნება იმერული რაჭული და ლეჩხუმური ღვინოები. ის მარნები, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა ღვინის სოფლის პროექტში.
ფესტივალში მონაწილე მარნები:
იმერეთი
მშვენიერაძეების მარანი
მარანი - ფერსვი
ლ.გურულის საოჯახო მარანი -„ენკენი“
მარანი „ნაგუთნები“
უჩას ღვინო
ღვინო ავალიშვილი
ოტიას ღვინო
მათეს მარანი
Zemarani Winery
რაჭა
მეღვინეობა „ქვე შენი ჭირიმე“
ჭრებალოს მარანი
მენაბდე
კერესელიძეების მარანი
ღვინუკა • Gvinuka
ლეჩხუმი
ამირან მეგრელის მარანი
V & D უსახელოური
მირანდას ღვინო
ისიდორე უჩაძის მარანი
ნუგზარ გოდოლაძის მარანი
გიორგი ნემსიწვერიძის მარანი
ქორენიშული ვერანდა
„ღვინის კლუბის“ ფესტივალის „ღვინის სოფლის“ პარტნიორები არიან - The USAID Economic Security Program, g.Vino, Mtatsminda Park, Tchrebalo Wine Cellar, Sapere/საფერე.
ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა.
ფესტივალზე მოსულმა სტუმარმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს "ღვინის კლუბის" მაგიდასთან.
ფესტივალზე დასწრების საფასური 5 ლარია.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი