Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრინჯი მექსიკურად

საჭირო მასალა: 1 დიდი თავი ხახვი, 300 გ გრძელი ბრინჯი, 300 მლ დაჭყლეტილი პამიდორი, 700  მლ ბოსტნეულის ბულიონი, 1 ცალი ტკბილი მწვანე წიწაკა, 1 კბილი ნიორი, 3 ს.კ. მექსიკური სანელებელი, ცოტაოდენი ზეთი, წიწაკა, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი, ტკბილი წიწაკა და ნიორი რაც შეიძლება წვრილად დავჭრათ. ხახვი მოვშუშოთ ზეთში. დავუმატოთ ბრინჯი და 5 წუთი ვშუშოთ, სანამ არ გაოქროსფრდება. დავუმატოთ მექსიკური სანელებელი, პამიდორი, ტკბილი წიწაკა, ნიორი და წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლს და საშუალო ტემპერატურაზე თავმოხდილი ვადუღოთ. 30 წუთში, როცა სითხე დაშრება, ბრინჯი მზად იქნება.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.