Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გერმანიაში ალკოჰოლი პოპულარობას კარგავს

2009 წლის გერმანიის ბიუჯეტი ალკოჰოლის გაყიდვებით 3,3 მილიარდი ევროთი შეივსო. ამ ფაქტით გრძელდება ალკოჰოლის შემოსავლების ვარდნის ტენდენცია, რომელიც გდრ-ისა და გფრ-ის გაერთიანების შემდეგ დაიწყო. კრიზისულ წელთან შედარებით ეს თანხა პრაქტიკულად არც შეცვლილა. 1991 წლიდან ალკოჰოლური პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები ბიუჯეტში 4,3 მილიარდიდან 3,3 მილიარდ ევრომდე შემცირდა. წლიურად ბიუჯეტში ლუდს 730 ევრო შეაქვს, ძლიერ ალკოჰოლს - 2,1 მილიარდი ევრო, ცქრიალა და ჩვეულებრივ ღვინოებს - 472 მილიონი ევრო და მხოლოდ 2 მილიონი ევრო ნაკლებალკოჰოლურ გაზიან სასმელებზე და მზა კოქტეილებზე, ეგრეთწოდებულ "ალკოპაპსებზე" მოდის. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ლუდის გაყიდვით შემოსული გადასახადები ფედერალური მიწების ხაზინაში შედის, ყველა დანარჩენი ალკოჰოლური სასმელიდან კი – ქვეყნის საერთო ბიუჯეტში.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული