Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინოში ჩაშუშული საქონლის ხორცი

საჭირო მასალა: 1 კგ საქონლის ხორცი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 ბოთლი წითელი მშრალი ღვინო, 50 გ კონიაკი, 4 ნაჭერი შებოლილი ხორცი, 2 კბილი ნიორი, 2 ცალი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 3 ღერი გამშრალი ქონდარი, 3 ღერი ოხრახუში, 4 მარცვალი პილპილი, 4 დაფნის ფოთოლი, 16 ცალი ქამა სოკო, 20 ცალი დამარინადებული წვრილი ხახვი,

მარილი, პილპილი - გემოვნებით, კარაქი - შესაწვავად.

მომზადება: ხორცს მოვაცილოთ ძვლები, ძარღვები და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ხახვი და სტაფილო დავჭრათ, ნიორი დავჭყლიტოთ. შებოლილი ხორცი თხლად დავჭრათ და ტაფაზე, ნელ ცეცხლზე შევწვათ. ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვათავსოთ ფქვილიან პაკეტში და შევანჯღრიოთ, რომ ფქვილი ყველა ნაჭერს მოედოს. როცა ტაფაზე ხორცი ცხიმს გამოყოფს, შებოლილი ხორცის ნაჭრები ამოვიღოთ და ფქვილიანი ხორცი შევწვათ  თანდათანობით. როცა ხორცი შეიწვება, ცალკე მოვათავსოთ, ტაფაში ჩავამატოთ ცხიმი, მოვბრაწოთ სტაფილო, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და ვშუშოთ. 2-3 წუთის შემდეგ დავამატოთ კონიაკი და ვურიოთ, სანამ კონიაკი არ ამოშრება. ბოსტნეული გადავიტანოთ სქელძირიან, სასურველია, მოგრძო ფორმის ქვაბში, დავუმატოთ დოლბანდის ტომსიკაში გახვეული მწვანილი და სანელებლები, ზემოდან მოვათავსოთ შებოლილი ხორცი და შემწვარი ხორცის ნაჭრები, დავასხათ ღვინო, მჭიდროდ დავახუროთ სახურავი და შევდგათ 3 საათით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. შემდეგ შევაგრილოთ და შევდგათ მაცივარში. მეორე დღეს ამოვიღოთ მწვანილი და სანელებლები, კარაქში შევწვათ ქამა სოკო, დამარინადებული ხახვი, გადავიტანოთ ხორციან ქვაბში და რამდენიმე წუთი ვშუშოთ. საქონლის ხორცი ბურგუნდიულად სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული