Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გემო და შეფუთვა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ მოქმედებს სასმლის ხარისხსა და გაყიდვებზე ჭურჭელი, რომელშიც ის ინახება ან იყიდება. მკვლევართა თქმით, სქელძირიან მინის ჭიქაში ჩამოსხმული ჩვეულებრივი ჯინ ტონიკი ადამიანს უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე მსუბუქ ჭიქაში ჩამოსხმული, რომელიც უგემურიც კი შეიძლება მოგეჩვენოთ. ანალოგიური სიტუაციაა სხვა სასმელების, მაგალითად, ლუდის ან ღვინის შემთხვევაშიც. როდესაც სასმელს მძიმე, გაუმჭვირვალე ბოთლით ყიდულობ, გგონია, რომ ის ბევრად ძვირფასია და გემრიელიც გეჩვენება. ღვინის შემთხვევაში ამას ისტორიული ფესვები აქვს - ადრე ამ ძვირფას სასმელს სქელმინიან ბოთლებში ასხამდნენ, რომ კარგად შენახულიყო და ტრანსპორტირებისთვისაც უპრობლემოდ გაეძლო. ახლა კი ასეთმა მიდგომამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს და მძიმე, გაუმჭვირვალე ბოთლში ჩამოსხმული იაფფასიანი სასმელი ძვირფასად შემოგვეყიდოს.

© ღვინის კლუბი /Weekend



არ მგონია, რომ იაფფასიანი სასმელის მწარმოებელმა მძიმე და მასიურ ჭურჭელში (რაც არც თუ ისე იაფი ღირს, როგორც წესი) თანხა გადაიხადოს თავისი წყალ-წყალა სასმელის გასაყიდად.. მაშინ სასმელსაც კარგს დაამზადებდა. ასე, რომ, შემოყიდვის თემას მე გამოვრიცხავდი :))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.