Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაზეთ „მარანის“ გამოცემა განახლდა

გაზეთ „24 საათისა“ და „ღვინის კლუბის“ ერთობლივი ინიციატივით, 2 აპრილიდან გაზეთ „მარანის“ გამოცემა განახლდება. ამ ეტაპზე იგი „24 საათის“ ყოველკვირეული გამოცემის - Weekend-ის 8-გვერდიანი ჩანართის სახით გავრცელდება.

გაზეთის რედაქტორია მალხაზ ხარბედია, რომელიც რამდენიმე წელია, საქართველოში ღვინის მწერლობის დამკვიდრებას ცდილობს. მისი რედაქტორობით გაზეთი „მარანი“ 2006-2008 წლებში ყოველთვიურად სისტემატიურად გამოდიოდა. აგვისტოს ომმა გაზეთის გამოცემა 2 წლით შეაფერხა. თუმცა, ამ პერიოდში მალხაზ ხარბედიამ ინტერნეტ-სივრცეს მიმართა და დააარსა ბლოგი „ღვინისა და გემოვნების შესახებ“ – www.vinoge.com, სადაც ინტენსიურად ქვეყნდებოდა როგორც ახალი ამბები ქართული თუ უცხოური მეღვინეობისა და კულინარიის შესახებ, ისე კრიტიკული და ანალიტიკური სტატიები.

„ორი წლის განმავლობაში ჩვენ არ გავჩერებულვართ. უბრალოდ, სხვა საშუალებების ცდა დავიწყეთ. 2008 წელს შევქმენით ბლოგი „მარანი“, რომელსაც თავისი ფორუმიც აქვს - www.forum.vinoge.com. ზუსტად ორი წელია, ეს ფორუმი საქართველოში ღვინით დაინტერესებული ადამიანების თავშეყრის მთავარ ინტერნეტ-სივრცეს წარმოადგენს. სწორედ ამ ბლოგისა და ფორუმის ბაზაზე დაფუძნდა ერთი წლის წინ „ღვინის კლუბიც“, რომელმაც უკვე რეალური (და არა ვირტუალური) ურთიერთობებისთვის შექმნა საფუძვლები, ყოველკვირეული სამუშაო სხდომებითა და ლექცია-სემინარებით, დეგუსტაციებით, ინფორმაციების გარცელებითა და საგანმანათლებლო პროგრამებით. დღეს კი „ღვინის კლუბისთვის“ უმნიშვნელოვანესი მომენტი დადგა - გაზეთი „მარანი“ ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოდის და თანაც, ამჯერად, ქართველ მეღვინეებსა და მომხმარებლებს ყოველთვიურის ნაცვლად, ექნებათ ყოველკვირეული, 8-გვერდიანი გაზეთი, რომელიც დამატების სახით ჩაიდება Weekend-ში, „24 საათის“ საკვირაო ნომერში (Weekend-ი პარასკეობით გამოვა)“, - აღნიშნავს მალხაზ ხარბედია რადიო „თავისუფლების“ საიტზე გამოქვეყნებულ თავის ბლოგში.

2 აპრილს „მარანის“ განახლებულ ნომერში მკითხველი წაიკითხავს ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენის - „პროვაინის“ ვრცელ მიმოხილვას, აგრეთვე - სტატიებს: სააღდგომო ტრადიციებზე; იმერეთის მეღვინეობის პერსპექტივებზე; მარტში მომხდარი სტიქიით გამოწვეულ პრობლემებზე; ბიოდინამიკური მეღვინეობის მამამთავარზე, ნიკოლა ჟოლიზე, და რაც მთავარია - ახალ ამბებს უცხოეთისა თუ საქართველოს მეღვინეობის შესახებ.
 
© ღვინის კლუბი/ vinoge.com


ძალიან სასიხარულო ამბავია. წარმატებებს გისურვებთ!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.