Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შაბათ-კვირას დალევა საშიშია

მსოფლიოში არცთუ ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც მთელი კვირის განმავლობაში დაძაბულ რეჟიმში მუშაობს, შაბათ-კვირას კი ცოტა დალევის და განტვირთვის უფლებას აძლევს თავს. როგორც აღმოჩნდა, ამგვარი ჩვევა ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ტულუზის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) მკვლევარები, რომლებმაც ჩატარებული კვლევის შედეგები ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალ British Medical Journal–ში გამოაქვეყნეს. მეცნიერებმა საფრანგეთის სამ ქალაქში მცხოვრები საშუალო ასაკის მამაკაცებისა და მათივე ბელფასტელი (ჩრდილოეთ ირლანდია) თანატოლების ალკოჰოლთან დამოკიდებულება გამოიკვლიეს. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები (კვირაში 30 ულუფა სასმელი) ირლანდიელებზე (კვირაში 22 ულუფა) ბევრად მეტს სვამდნენ, ინფარქტის განვითარების რისკი და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ უკანასკნელთა შორის ორჯერ მეტი აღმოჩნდა. მეცნიერთა აზრით, ასეთი შედეგები იმიტომ დაფიქსირდა, რომ ფრანგები მთელი კვირის განმავლობაში ცოტ-ცოტას სვამდნენ, ირლანდიელები კი – მხოლოდ შაბათ-კვირას და სხვა გამოსასვლელ დღეებში, ოღონდ ერთბაშად ბევრ ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ. აღსანიშნავია, რომ ქალებისთვის ალკოჰოლის დღიურ ნორმად რეკომენდებულია ერთნახევარი ბოკალი სასმელი, ხოლო მამაკაცთათვის – არაუმეტეს ოთხი ბოკალისა; ამ ნორმაზე მეტის დალევა ნიშნავს, რომ თქვენ ბოროტად იყენებთ ალკოჰოლს, რაც სხვადასხვა დაავადებების მაპროვოცირებლად შეიძლება იქცეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული