Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაყიდვები იზრდება, კრიზისი კი გრძელდება


ახალზელანდიელი მეღვინეების საამური ცხოვრება წარსულს ჩაბარდა, დროა, ჩვენი მწარმოებლები გლობალური კონკურენციის ახალ პირობებს შეეგუონ - აცხადებენ ახალი ზელანდიის მეღვინეთა ასოციაციის წარმომადგენლები.
დღესდღეობით ახალი ზელანდია და მისი მეზობელი ავსტრალია ნედლეულის ჭარბწარმოებით გამოწვეული პრობლემების წინაშე დგანან. 2008 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყნებში ვენახების ფართობი განუხრელად იზრდებოდა, რამაც ბაზარზე მძაფრი კონკურენცია და ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ამ ყოველივეს თან დაერთო მსოფლიო ფინანსური კრიზისი, რამაც სიტუაცია ერთიორად დაძაბა. მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, ახალზელანდიელ მეღვინეებს საქმე არც ისე ცუდად მისდით - ასოციაციის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიმდინარე, 2011 წელს (30 ივნისის ჩათვლით) გაყიდვებმა 11%-ით მოიმატა და 221 მილიონ ლიტრი შეადგინა, ექსპორტი კი 5%-ით გაიზარდა და 1,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. წლევანდელი მოსავალი რეკორდულად ითვლება - 328 ათასი ტონა ყურძენი იმის მაუწყებელია, რომ დიდი რაოდენობის, იაფფასიანი სასმელი ახალზელანდიური ღვინის იმიჯზე სასიკეთოდ არ იმოქმედებს.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.