Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გალილეა ტოსკანას ეჯიბრება

ისრაელის ტურიზმის მინისტრი უზი ლანდაუ “ღვინის გზის” ტურით გალილეაში ჩავიდა. ქვეყნისათვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საინტერესო პროექტი თავად ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. გალილეაში ჩასულ სტუმრებს ტურის მესვეურნი ვენახებისა და ქარხნების, მცირე მეურნეობებისა და მარნების დათვალიერებას სთავაზობენ. მინისტრმა და უწყების სხვა წარმომადგენლებმა რეგიონში გაშენებული ვენახები და მარნები დაათვალიერეს, მათ შორის დიშონი, დალტონი და რიმონი. ბატონი უზი ლანდაუ აღნიშნავს, რომ ტურიზმის სამინისტრომ პროექტის - “ღვინის გზა გალილეაში” - განვითარებისათვის პირველ ეტაპზე 250 ათასი შეკელი გამოყო, სამომავლოდ კი პროექტის უფრო გაფართოებას გეგმავს. “გალილეა არაფრით ჩამოუვარდება ტოსკანას. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ღვინო და საუცხოო ადგილები, ჩვენ გაგვაჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც სამომავლოდ სრულად გამოვიყენებთ,” – აღნიშნავს მინისტრი ლანდაუ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული