Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი Rosé, ჩელთი, 2012

ჩელთი აგრძელებს თავისი ვარდისფერი ღვინოების სერიას. პირველი 2010 წლის მოსავლის ღვინო იყო. ესეც, წინამორბედივით, განსხვავებული ვარდისფერია, კლასიკურ Rosé-ს ნაკლებად ჰგავს. ეს Rosé უფრო ლალისფერია და სხვა, ქართული როზეებისგან განსხვავებით, გაცილებით პირდაპირი, სავსე, სხეულიანი და ვაჟკაცურია. შილდაში მოყვანილი საფერავიდანაა დაყენებული, ძალზე ეფექტური სურნელები აქვს, სადაც ძირითადად კენკრა დომინირებს (გადამწიფებული ჟოლო, მაყვალი). გემოზე კიდევ უფრო იგრძნობა ეს სიძლიერე და დაჭყლეტილი კენკრის ტონები. საკმაოდ საინტერესო და ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება.

© მალხაზ ხარბედია, ქართული ღვინის გზამკვლევი 2014.



გთავაზობთ როზეს დაყენების ე.წ. "ჯივიესურ" მეთოდს: ვიღებთ რქაწითელს და ზედ ვასხამთ 10% საფერავს, ან ვაქირულას. აი სულ ესაა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული