Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპაში ვენახები ნადგურდება

 
ევროპაში წელს ჯერ უჩვეულოდ გრილი ამინდები იდგა, ახლა კი გადაუღებლად წვიმს. უამინდობამ ყველაზე მეტად ვენახები დააზარალა. მართალია, მევენახეები ყურძნის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა – რთველი, სულ მცირე, სამი კვირით დაიგვიანებს, მოსავალი კი საკმაოდ შემცირდება. ბურგუნდიაში ჩვეულებრივზე ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა, ამის გამო ყურძენი ოქტომბრისათვის დამწიფებას ვერ მოასწრებს და, ცხადია, რთველი რამდენიმე კვირით გადაიდება. მაგრამ თუ ასეთი წვიმები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, რთველი საერთოდაც აღარ შედგება - ყურძენი დალპება. მევენახეები იმასაც ვარაუდობენ, რომ ამინდი მათ კიდევ ერთ სიურპრიზს მოუწყობს და შემოდგომაზე ადრეული ყინვები დაიწყება. ისინი ყოველ დილით იმედით შეჰყურებენ ამომავალ მზეს, რომელიც რამდენიმე საათში ისევ ღრუბლებში იკარგება. უმზეობის გამო ვაზი ძალიან გვიან გაყვავილდა, ვენახში მუშაობა შეუძლებელია, რადგან გადაუღებელი წვიმების გამო მიწა უკვე ტალახად იქცა. მოსავლის შესანარჩუნებლად მევენახეები საუკუნისწინანდელ მეთოდებს  მიმართავენ. ეს გასაჭირი მხოლოდ ფრანგებს არ აწუხებთ, იგივე ხდება იტალიაშიც. უამინდობამ ტოსკანის ვენახებსაც დიდი ზარალი მიაყენა, ჩეხეთსა და გერმანიაში კი წყალდიდობებმა ისე დააზიანა ვენახები, რომ ჯერ დანაკლისსაც კი ვერ ითვლიან.  
  
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.