Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროკავშირი ისრაელელ მეღვინეებს უპირისპირდება

ღვინის ბაზრზე იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ ამ საქმეში უკვე პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ. ამის საუკეთესო მაგალითია ევროპის კავშირისა და ისრაელის დაპირისპირება. ყველასთვის ცნობილია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის შესახებდა სადაო ტერიტორიების შესახებ.ევროკავშირის წარმომადგენელები ისრაელელ მეღვინეებს სთხოვენ, პროდუქციის ეტიკეტზე გეოგრაფიული წარმომავლობა მიუთითონ. თუ ისრაელელი მეწარმეები დათანხმდებიან და, ვთქვათ, ასეთ წარწერას გააკეთებენ - “ისრაელის პროდუქცია პალესტინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან” – ეს არც მათი ბიზნესისათვის იქნება ხელსაყრელი და ვერც მყიდველს მიიზიდავენ. ისრაელელ მეღვინეებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ზეწოლა უსამართლობაა. მათ საკმაოდ დიდ ფასად აქვთ შეძენილი მიწები, მათ შექმნეს სამუშაო ადგილები, ბიუჯეტშიც საკმაო გადასახადს იხდიან, არც არავის ძაცვავენ და არც არავის კლავენ. ევროკავშირის კანონმდებლობაში კი მითითებულია, რომ ისინი ვალდებულნი არიან დაიცვან საკუთარი მოქალაქეების არჩევანი. მართალია, ამით დაისჯება ისრაელი, როგორც სახელმწიფო, მაგრამ რეალურად ყველაზე დიდ ზარალს ისრაელელი ბიზნესმენები და მშრომელი ადამიანები ნახავენ. უკანასკნელი ცნობებით, ისრაელში ვენახები 5500 ჰექტარზეა გაშენებული. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, 2012 წლის მოსავლიდან 29,8 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო ქვეყნის გარეთ – ძირითადად, ამერიკაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში გაიტანეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული