Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დეკემბრის რჩეული ღვინოები სასაჩუქრედ - Southwest Florida

საკმაოდ მარტივია იმ ღვინის არჩევა სასაჩუქრედ, რომლის არომატები და გემოც უკვე ნაცნობია თქვენთვის, თუმცა სტატიაში ავტორი იმ ღვინოებს ურჩევს მკითხველს, რომლებიც თან უცხოა და თან ნამდვილად გამოირჩევა საუცხოო სურნელებითა და გემოებით. აქ ქართულ ღვინოებზეც წაიკითხავთ. აშშ-ში უფრო და უფრო ინტერესდებიან ქართული მეღვინეობით და აღფთოვანებასაც უფრო ხშირად გამოხატავენ: “ქართული ღვინოები თანდათან მეტ ყურადღებას იქცევს აშშ-ში. მათი უმეტესობა უძველესი ტექნოლოგიითაა დაწურული ქვევრში, თიხის ჭურჭელში, რაც ძალიან საინტერესო არომატებს სძენს მას” - წერს ავტორი. სტატიაში ავტორი ახსენებს “ვაზისუბნის მამულის" საფერავსა და “ჭონას მარნის” რქაწითელსა და მწვანეს, მკითხველს “თელიანი ველის” გლეხურ საფერავსა და ცოლიკოურს ურჩევს: “ეს მსუბუქი სტილის ღვინო ქლიავისა და მუქი ხილის სურნელებითაა გამორჩეული. მისი მაღალ მჟავიანობა სასიამოვნოა და კერძებს ძალიან უხდება. ცოლიკოური კი თეთრი მშრალი ღვინოა, გარკვეულწილად რისლინგსაც მოგაგონებთ. - ვკითხულობთ სტატიაში. ამ ღვინოს ახასიათებს ციტრუსის, ყვითელი ლიმნისა და გრეიპფრუტის, წამყვანი ნოტები. არის ხალისიანი და კარგად დაბალანსებული ღვინო, რომელიც ბოლოს სასიამოვნო არომატებს დაგიტოვებთ. 

გარდა ამისა, სტატიაში ვკითხულობთ სონომაში St. Francis-ის სასაჩუქრე ნაკრებზე. Sip and Savor 2019 წლის Eletto Heritage Vines-ის ღვინოსა და sonoma rossos სალამს მოიცავს ყველის დაფასთან ერთად. ეს წითელი ღვინო გამოირჩევა შავი, მწიფე ალუბლის, ჟოლოს, ესპრესოსა და კაკაოს მდიდარი არომატებით, ახასიათებს დაბალი მჟავიანობა, ყველაფერი ერთად კი საბოლოოდ ხავერდოვან, გრძელ დაბოლოებას გვთავაზობს.

ერთ-ერთია Mill Keeper-ის ღვინოები. ეს ბრენდი არის მესამე თაობის ნაპას ველის მეღვინის, ტომ გემბლის შემოქმედება, რომლის შთაგონებაც 1800-იან წლებში ნაპას “პიონერი” მეღვინე, მილ კიპერი, იყო. Mill Keeper Multi-Vintage-ის შარდონეს ვანილისა და ატმის არომატები აქვს, კაბერნე სოვინიონს კი სასიამოვნო სანელებლებისა და წითელი ხილის სურნელება ახასიათებს.  

ავტორი გვირჩევს Rhone Valley-ს როზესაც და არგენტინულ მალბეკს, რომელიც საზამთრო, არც ისე მსუბუქ კერძებს ძალიან უხდება. სტატიის სრულად შეგიძლიათ Southwest Florida-ს გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.