Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი 5-6 მაისს გაიმართება

ბუნებრივი ღვინის ფესტივალი Zero Compromise ასოციაცია “ბუნებრივი ღვინის” ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 5-6 მაისს გაიმართება. როგორც ვკითხულობთ, იმის მიზეზი, რომ ღონისძიება 2 დღიანია, დიდი ინტერესი და მომრავლებული სტუმარია. 

ბუნებრივი ღვინის მწარმოებლების გაერთიანების იდეა, რაც ყურძნის გადამუშავებიდან დაწყებული, დუღილსა და დაძველების პროცესსაც მოიცავს,  ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ღვინის მოყვარულთათვის, ექსპერტებისთვის, ენთუზიასტებსა და იმპორტიორებისთვის,  ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და სომელეებსაც შანსი ექნებათ უკეთ შეისწავლონ ბუნებრივი ღვინო და შეადარონ ერთმანეთს. ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთები შეგიძლიათ TKT.ge-ზე შეიძინოთ.

ფესტივალზე 100-მდე მცირე, საოჯახო მარანი იქნება წარმოდგენილი. როგორც მათივე გვერდზე ვკითხულობთ, მიზანი ღვინის კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარებაა ქვეყანაში. ის პოპულარობით ყოველ წელს მონაწილეთა რაოდენობასთან ერთად იზრდება, ღონისძიება 5-6 მაისს 10-დან 17 საათამდე უმასპინძლებს სტუმრებს, თუმცა ნატურალური ღვინის კვირეული ფესტივალამდე ერთი დღით ადრე, 4 მაისს დაიწყება. “ბუნებრივი ღვინის ასოციაცია” გვაცნობს, რომ 4 მაისს ცნობილი ჟურნალისტი, Times-ის მიმომხილველი ელის ფეირინგი ჩაატარებს ტრენინგს: “ღვინო ხალხისთვის”, სადაც ისაუბრებენ ღვინის ფასის ინფლაციაზე, მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიასა და ამ კუთხით საქართველოს მდგომარეობაზე. იმავე დღეს რესტორანი “ნომას” სომელიე მედს ქლეფი მსოფლიოს ქართული ღვინით ინტერესს განიხილავს. მთავარი თემა მისი დაკვირვებაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მევენახეების მუშაობასა და ექსპერტების შეფასებაზე. 16:00 - 17:30 საათამდე კი პანელური დისკუსია გაიმართება ღვინის, მოდისა და ტრადიციების შესახებ: შეუძლია თუ არა საქართველოს ბუნებრივი ღვინის სამოთხე გახდეს.

ფესტივალის შემდეგ კი 8 მაისს ჯული პეტერსონი, Marq Wine Group-ის დამფუძნებელელი პარტნიორის სემინარი ჩატარდება, 11-ში კი ისევ მედს ქლეფი ესაუბრება სტუმრებს სხვადასხვა მიდგომაზე, თუ როგორ ვიმუშაოთ ღვინოსთან მაღაზიებში, ღვინის ბარებსა და რესტორანში. მთავარი საკითხი იქნება ასევე კრიტიკული გადაწყვეტილებები, როგორ დაინტერესდნენ სტუმრები ჩვენი ღვინით. 

ფესტივალი Silk Factory სტუდიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 100 მარანი მიიღებს, ესენია :
იბერიელი 
კობიძეების მარანი 
მარანი სილოვანი 
ტყეშელიაძის მარანი 
გია ჯამბერიძის მარანი 
მარტვილის მარანი 
ამირან ვეფხვაძის მარანი 
არჩილ გუნიავას მარანი 
სიმონ ჩხეიძის მარანი 
ბაღდათის მამულები 
გაიოზ სოფრომაძე 
დიმის ფერდობი 
ექიმის ღვინო 
ფანცულაიების საოჯახო მარანი 
ბაიას ღვინო 
მშვენიერაძეების მარანი 
მაკარიძის მარანი 
მეღვინეობა ნაგუთნები 
ბაგრატის ღვინო 
მირიანის მარანი 
ტარას მინაძის მარანი „ფერსვი“
ლაშა გურულის მარანი - ენკენი 
ფანასკერტელი
ალაფიანის მარანი 
ალექსანდრეს მარანი 
ანაპეას სოფელი
ანთაძეების მარანი
მეღვინეობა თილისმა 
ართანული ღვინო 
კორტავების მარანი 
მიხეილ მაძღარაშვილის მარანი „ივანური“
ახმეტის ღვინის სახლი 
მეღვინეობა მალატი 
ბურჯანაძე-შანიძის მარანი - ქვიბარი 
მეღვინეობა ნაფერები 
ლომთაძეების მარანი 
კოლაგის
მეღვინეობა მახარებელი 
გოდერძიშვილების საგვარეულო მარანი 
ღვინო ანბანი 
ვაჟა გეთიაშვილის მარანი
ღვინის სახლი გურჯაანი 

კეროვანი
მეღვინეობა დანო 
ლევანის მარანი „ახმეტა“
მარტიაშვილის მარანი 
ზურაბ კვირიაშვილის ვენახები 
კონდოლი ვაინერი 
ექიმის ბიო მარანი 
თედოს მარანი 
ლაგვანი
ჯუსოს მეღვინეობა 
ველინო
მანავი ვაინს
ჩიტოს ღვინო 
მათიაშვილის მარანი 
მეღვინეობა ართანა 
ნადელები
იასეს მარანი 
ქართული ღვინის მემკვიდრეობა 
ნაოტარი
რობის მარანი 
ნიკალას მარანი 

ოქრო ღვინო 
ჟუკა-სანოს ღვინო 
ღვარძელაშვილის მარანი 
ჭორტაულის ვენახები 
ანდრიას ღვინო 
ჩვენი ღვინო 
დო რე მი 
ალექსი ციხელიშვილის მარანი 
ჭონას მარანი 
დავით გრემელაშვილის მარანი 
ღვინო „ხვთისია“ 
ხოხბის ცრემლები 
სარო ვაინ 
525 ვაინო 
ართანული გაფრენილი 
ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოები 
ასათიანის მარანი 
მუშკუდიანის მარანი
თამანი
ხვედელიანების მარანი

ტარიელ ლომთაძის მარანი 
კერესელიძეების მარანი 
პატარიძის რაჭული 
ახობაძეების მარანი „წიქარე“
დასაბამი
ტანინი
გოცას მარანი
გიორგი რევაზაშვილი 
ირმას და კატოს ვენახები და მარანი 
სამთავისის მარანი 
თეძამი ვაინს 
თენგიზ დვალიშვილის მეღვინეობა 
ბუას მარანი 
გაბრიელის ღვინო 
ნიაბის მარანი 
დემის მარანი 
parles de france

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული