Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ექსკლუზიური ვისკი 44 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ლონდონში გამართულ აუქციონზე უიშვიათესი, 55-წლიანი დაძველების შოტლანდიური ვისკი Glenfiddich  44 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ვისკი კომპანია William Grant & Sons-ის დამფუძნებლის, უილიამ გრანტის შვილთაშვილის, ჯანეტ შიდ რობერტსის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. ვისკი Glenfiddichღია ოქროსფერია, იისა და მოხალული ნუშის ნოტებით ხასიათდება. სულ უნიკალური ვისკის 11 ბოთლი ჩამოისხა, ანუ თითო ბოთლი ჯანეტ რობერტსის მიერ განვლილ ყოველ ათ წელიწადზე. თითოეული ბოთლი ხელით არის დანომრილი და ყველა მათგანი სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ აუქციონებზე გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ძვირად ღირებული ვისკი საქველმოქმედო მიზნებით იყიდება, აუქციონიდან შემოსული თანხა დიდი ბრიტანეთის არმიის ვეტერანებს მოხმარდებათ. სხვათა შორის, ვისკის ამავე პარტიის პირველი ბოთლი 46 850 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა და ამ თვალსაზრისით მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული