Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ენდრიუ ჯეფორდი ქართული ღვინის მომავალი პერსპექტივების შესახებ

რამდენიმე დღის წინ, Financial Times-ში ენდრიუ ჯეფორდის ყოველკვირეული ბლოგი გამოქვეყნდა, რომელიც ამჯერად ქართულ ღვინოს ეხება (Andrew Jefford on a new era for Georgian wine).

ჯეფორდი წერს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, რითაც მსოფლიოს ორი უძველესი სასმელის კულტურა დაუკავშირდა ერთმანეთს. ჩინეთი დღეს უკრაინის და რუსეთის შემდეგ, ქართული ღვინის მესამე უმსხვილესი გლობალური მომხმარებელია. ქართული ღვინის დიდი ნაწილი იაფფასიანია. რაც შეეხება ჩინეთს, აქ  ღვინო უმეტესობისთვის ფუფუნების საგანია.

ჯეფორდს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოსაზრება მოჰყავს, სადაც ის ამბობს, რომ ჩინელი მომხმარებელ ძალიან მგრძნობიარეა ტრადიციებისა და კულტურების მიმართ. ისინი ამაყობენ 3000 წლიანი ისტორიით, ისევე როგორც ქართველები ამაყობენ ათასწლეულების მანძილზე უწყვეტი მეღვინეობის ტრადიციით. თუმცა, ქართული ღვინო არ არის იაფი ახალი სამყაროსა და ევროპელ კონკურენტებთან შედარებით.

ზოგ შემთხვევაში ასეცაა. თბილღვინოს დამფუძნებელი, გიორგი მარგველაშვილი, თვლის, რომ რუსეთსა და ჩინეთში, გაყიდვების უმეტეს ნაწილში ბოთლის ფასი - 2$-ია. ეს არ არის კარგი საქართველოსთვის. თბილღვინოს ექსპორტის გაყიდვების ფასი იწყება ერთი ბოთლი - 3$-დან, რუსეთისა და ჩინეთისთვის.

კომპანია GWS-ის მთავარი მეღვინე ფილიპ ლეფსი აღნიშნავს, რომ ხალხს მოსწონს საქართველო, მაგრამ ეს კეთილგანწყობა საკმარისი არაა კომერციულ საკითხებში, როდესაც ქართულ ღვინოს კონკურენტები ყავს, რომლებიც ბოთლ ღვინოს დოლარად ყიდიან. საჭიროა არსებობდეს სტანდარტული დონე და ე.წ. „გრანდ კრუ“ დონე. ყველა კომპანია უნდა ეცადოს აწარმოოს 15 % "გრანდ კრუ" დონე, რითაც შესაძლებელი იქნება ქართული ღვინის რეპუტაციის გაზრდა.

ჯეფორდი საკითხს ასე სვამს - როგორი იქნება საქართველოს „გრანდ კრუ“ ღვინო? საქართველოში არის მშვენიერი არისტოკრატული წარმოშობის მამულები, როგორებიცაა მაგალითად შატო მუხრანი, წინანდლის მამული; ავტორის აზრით, ორივე ადგილას ხარისხი გაიზარდა, 2013 წელს საქართველოში ჯეფორდის ბოლო ვიზიტის შემდეგ, და დღეს ორივე აწარმოებს ელეგანტურ, გასტრონომიული თვალსაზრისით დახვეწილ ღვინოებს, რომლებიც საუცხოოდ ეხამება რესტორნის ნატიფ კერძებს. ავტორი აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ამისა, გამორჩეული ერთი ვენახის ღვინოები კვლავ იშვიათია. საქართველოს პრესტიჟი უკავშირდება არა ადგილის ღვინოებს, არამედ მეთოდის ღვინოებს - ქვევრის ღვინოებს.  

ქართული ტრადიციული მეღვინეობა უნიკალურია, თუმცა კონვენციურად დაყენებულმა ქართულმა წითელმა და თეთრმა ღვინოებმა მსოფლიოს სხვა წითელ და თეთრ ღვინოებს უნდა გაუწიოს კონკურენცია. მათ აქვთ გამორჩეული ქართული ხასიათი, რეგიონული დიფერენციაციისა და ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიშების დაჯგუფების დამსახურებით.

ჯეფორდი მკითხველს აცნობს იშვიათი და დამაინტრიგებელი ქართულ ღვინოების ჩამონათვალს:

Koncho Mtsvivani Kakhuri (white) 2015 £13.85 Turton Wines

Orgo Rkatsiteli (amber) 2016 £122.80 for six bottles Clark Foyster

Orgo Saperavi (red) 2016 £24.40 Hedonism

Orovela Saperavi (red) 2008 £16.79 Waitrose

Tbilvino Qvevris (amber) £10 Marks and Spencer

Tbilvino Qvevris Saperavi (red) 2015 £14.99 Georgian Wine Society

Tbilvino Tsinandali (white) 2015 £10.99 Georgian Wine Society

Vita Vinea Kisi (amber) 2016 £139.40 for six bottles Clark Foyster

სტატის ბოლოს ავტორი რამდენიმე ქართულ ღვინის კომპანიას ასახელებს:

Casreli

Dakishvili Family Vineyards

Dugladze

Duruji Valley

GWS

Khareba

Koncho & Co

Ch Lipartiani

Manaveli

Mosmieri

Ch Mukhrani

Orgo

Schuchmann

Shumi Estate

Tbilvino

Tsinandali

Vinoterra

Vita Vinea

ჯეფორდის ამ სიაზე დიდხანს შეიძლება საუბარი და კამათი. აშკარაა, რომ ჩამონათვალს ბევრი გამორჩეული მარანი აკლია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამოტოვებულ მარნებსაც ბევრი ქომაგი ჰყავს. ასერომ, დროა ნელ-ნელა ერთმანეთსაც გააცნონ და გაასინჯონ სხვადასხვა ფრონტის უცხოელმა ავტორებმა თავიანთი ფავორიტი ქართული ღვინოები.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული