Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

The Buyer-ის 10 რჩეული ქართული ღვინო

The Buyer ძალიან ცნობილი ალკოჰოლური სასმელების ჟურნალია, რომელიც ამჯერად ქართულ რჩეულ ღვინოებს უზიარებს მკითხველს. ჯასტინ კეი ღვინის ექსპერტია, რომელმაც 300 ქართულ ღვინოს შორის 10 გამოარჩია.

ავტორი საქართველოსა და რუსეთს შორის ღვინის ექსპორტზეც საუბრობს, ის აღნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთის ემბარგომ აიძულა ახალი ბაზრების მოძიებისაკენ, რის შედეგადაც წარმოება მკვეთრად გაიზარდა, საექსპორტო ბაზრებიც მომრავლდა: “ახლა უკვე ბევრ მწარმოებელს არ სურს ღვინო რუსეთს მიყიდოს, სანამ ის უკრაინაზე თავდასხმას არ წყვეტს. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აყენებს ღვინოს და ამისთვის სხვადასხვა ჯიშს იყენებენ, რაც შესანიშნავია.” - ვკითხულობთ სტატიაში

ქართული ღვინოების დეგუსტაცია ლონდონში გაიმართა, იქ იყო Georgian Madams Wine-ის განყოფილებაც, რომლებიც ქართველ ქალთა ასოციაციას წარმოადგენს. ავტორი წერს, რომ განსაკუთრებით კარგი იყო ქარვისფერი ღვინოები: “ყველაზე პოპულარული ღვინოების მიღმა, რომლებიც გულისხმობს რქაწითელს, მწვანესა და საფერავს, სხვა, ძალიან საინტერესო ღვინოებიც იყო გამოფენილი, მათ შორის ქისი, ჩინებული, ხიხვი, ცოლიკოური და კრახუნა, წითლებში კი ოცხანური საფერე და ალექსანდროული, რომლებიც ძალიან კარგად გამოიყურებოდა. იყო ცქრიალა ღვინოებიც, “თელავის ღვინის მარანი” და “შატო ასკანა”, ასევე სხვა საინტერესო ღვინის მწარმოებლები.” - აღნიშნავს ჯასტინ კეი. იმპორტიორები ამბობენ, რომ ქართული ღვინის შესახებ ამჟამინდელი აჟიოტაჟის მიუხედავად წინსვლა მაინც საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით შიდა ვაჭრობაში, სადაც ფასების მატებამ გარკვეული დაბრკოლებები შეიძლება შექმნას. 

ახლა კი The Buyers-ის 10 საუკეთესო ღვინო:

Georgian Sparkling, Mtsvane Estate Pet-Nat, 2022 (ჩინურისა და გორული მწვანის კუპაჟი) - “ორი ნაკლებად ცნობილი ჯიშის შედარებით უფრო მშრალი და სასიამოვნო ნაზავს, რომელსაც ძალიან ხალისიანი გემო აქვს, ატმის ნოტები ახასიათებს” - ამბობს ავტორი.

შატო ასაკანა”, Tête de Cuvée Barrel Brut 2017 (ცოლიკოური 2016 + ჩინური 2017 + ხიხვი 2017) - სამი ჯიშის საკმაოდ კომპლექსური ნაზავი, რომელმაც შემდეგ კასრში საკმაოდ გრძელვადიანი ფერმენტაცია გაიარა. ამ სამმა ჯიშმა ღვინოში ნამდვილად აჩვენა ინდივიდუალური ხასიათი მრგვალი არომატების მიღმა. იგრძნობთ 

ბედობა”, საფერავი 2020 - “პირველად გამაოცა ეტიკეტზე გამოსახულმა მშვენიერმა რელიგიურმა იკონოგრაფიამ, რომელიც საქართველოს 8000 წლიან მეღვინეობის ტრადიციას უსვამს ხაზს” - ვკითხულობთ სტატიაში. ამ ღვინოში სასიამოვნოდ ტექსტურირებულ ტანინებთან ერთად იგრძნობთ ალუბლის, მოცვისა და წითელი კენკრის სასიამოვნო არომატებს. ავტორი მას ურჩევს ყველას, ვისაც ქართული წითელი ღვინის ხასიათის გაგება სურს.

ორი მარანი”, Laora NV (ჩინური, ციცქა, ალადასტური) - ალადასტური ამ ცქრიალა Pet-Nat-ს ვარდისფერ შეფერილობას ანიჭებს. იგრძნობთ დაბალანსებულ არომატებს. 

Tiko Estate Orange Kisi 2021 - საკმაოდ არომატული, დელიკატური სურნელებითა და დახვეწილი მჟავიანობით გამორჩეული სასიამოვნო ღვინოა. ახასიათებს გარგრის ჩირისა და ატმის არომატები, გრძელი დაბოლოება.

ორგო”, საფერავი,  2021 - ეს საფერავი, მიუხედავად იმისა, რომ ქვევრის არ არის, ძალიან კარგად ახერებს წარმოაჩნოს ჯიშის უნიკალურობა და მახასიათებლები. აღმოჩენთ მუქ კენკრისა და ალუბლის სურნელებას, ასევე ძალიან სასიამოვნო, ტექსტურირებულ, გრძელ დაბოლოებას.

დაქიშვილების ღვინო”, მაჭარი, 2021, ქისი - ამ ღვინოს აქვს ხილის საკმაოდ სასიამოვნო არომატები, ატმის, მსხლისა და ტროპიკული ხილის ნოტები, როგორც ეს ქისისთვისაა დამახასიათებელი 

Mildiani Family Winery, Mildiani Private Selection ქვევრი ალექსანდროული 2018 - ალექსანდროული იშვიათი ჯიშია, ამიტომ მხოლოდ ამ ვაზის ჯიშის თანაც ქვევრის ღვინის პოვნა საკმაოდ უჩვეულოა. ეს არის საკმაოდ მდიდარი და კომპექსური, ხავერდოვანი ღვინო, რომელშიც იგრძნობთ ჟოლოს, ალუბლისა და მოცვის არომატებს. 

ლაბარა”, ოცხანური საფერე, 2020 - ეს ღვინო იმერეთის რეგიონში 100%-ით ოცხანური საფერესგან იწურება. ახასიათებს სასიამოვნო სიტკბო და მჟავიანობა, იგრძნობთ ტანინების მაღალ დონესაც.

ქვევრის ღვინის მარანი”, ქისი, 2020 - “კიდევ ერთი საოცარი ქვევრის ქარვისფერი ღვინო კახეთიდან, რომელსაც სასიამოვნო, ეგზოტიკური არომატები და სიმრგვალე აქვს და ძალიან ზომიერი მჟავიანობა.“ - აღნიშნავს ავტორი. სტატიას The Buyer-ზე გაეცნობით სრულად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული