Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დისტილაციის ოსტატობის ერთკვირიანი კურსები

კომპანია Berry Brothers & Rudd, რომლიც ერთალაოიანი შოტლანდიური ვისკის - Glenrothes-ის წარმოებითაა ცნობილი, ვისკის ჭეშმარიტ დამფასებლებსა და მოყვარულებს მეტად საინტერესო წინადადებას სთავაზობს. კომპანიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის 4 გამარჯვებულსაც სპეციალური ჟიური შეარჩევს. რჩეული ოთხეული ერთი კვირის განმავლობაში იცხოვრებს კომპანიის სტუმართათვის განკუთვნილ შესანიშნავ აპარტამენტებში, ისინი მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას – დაესწრებიან ვისკის წარმოების ყველა პროცედურას, ერთი სიტყვით, დისტილაციის ოსტატობის კურსებს გაივლიან. ჯგუფს კომპანიის დირექტორი – რონი კოქსი და ვისკის სპეციალისტი – გორდონ მოუშენი უხელმძღვანელებენ. ჯგუფის წევრებმა უნდა შეამოწმონ ვისკის სახდელის გარშემო მდებარე წყაროების სისუფთავე, მოხარშონ ალაო, მონაწილეობა მიიღონ სასმლის ფერმენტაციისა და დისტილაციის პროცესში, ვისკი გადაიღონ სპეციალურ კასრებში დასაძველებლად და ა.შ.

მუშაობის გარდა, კონკურსის გამარჯვებულებს შეეძლებათ პიკნიკების მოწყობა, თევზაობა, ახლომდებარე რესტორნებში ვახშმობა. ბოლო დღეს ისინი ედინბურგში გაატარებენ და ვისკის ლეგენდარულ ექსპერტ – ჩარლი მაკლინთან ერთად ისადილებენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადებების მიღება უკვე დაწყებულია. დისტილაციის ოსტატობის ერთკვირიანი კურსი 8-14 მაისს ჩატარდება.

© ღვინის კლუბი/Weekend



tu sheizleba mogvacodot saitis saxeli sadac sheizleba gavaketot registracia am konkursze! madloba cinascar


http://www.theglenrothes.com/uk/whiskymaker/

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.