Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დიდ ბრიტანეთში 18 ათასი ბოთლი ღვინო კანალიზაციაში ჩაუშვეს

ბრიტანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 ათასი ბოთლი ღვინო, რომელიც კონფისკაციის შედეგად ამოიღეს ერთ-ერთი კომპანიის საწყობიდან, კანალიზაციაში ჩაუშვეს. საბითუმო მიწოდების კომპანია A.G.Peters-ის სამ საწყობში ფართომასშტაბიანი შემოწმება მოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია უმაღლესი ხარისხის ღვინოებით ამარაგებდა კლიენტებს, სასამართლომ მას 155 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ღვინო ჩამოართვა და 4,7 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა. საქმე სასამართლომდე კი იმიტომ მივიდა, რომ მათ აქციზის საფასური არ ჰქონდათ გადახდილი.

როგორც გამოძიებისას გაირკვა, ვიდრე საქონელი საწყობში მოხვდება, სულ მცირე ხუთი ბროკერის ხელში გადის. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს ბროკერები არწმუნებდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, რომ აქციზის საფასური უკვე გადახდილი ჰქონდათ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.