Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, Family Reserve, Lukasi, 2013

ეს საფერავიც, ლუკასის პირველი საფერავივით, ფაფრის მინდვრებზე მოყვანილი ყურძნიდანაა დაყენებული, ოღონდ მისგან განსხვავებით, განსაკუთრებულ, პრემიალურ მუხის კასრებშია დავარგებული. მუქი, ინტენსიური შეფერვის ღვინოა, შინდისფერი. მუხისა და შავი ხილის, ასევე კენკრის არომატები თავიდანვე ჩანს, რომელიც მოგვიანებით შოკოლადიანი ნამცხვრის არომატში გადაიზრდება. გემოზე მუხა კიდევ უფრო საგრძნობია, რომელსაც მძლავრი ტანინები, მჟავიანობა და ძლიერი ალკოჰოლი ავსებს (13,5%). სხეულიანი, მძლავრი ღვინოა, ხანგრძლივი დაბოლოებით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.