Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცნობილი სომელიე კინოგმირი გახდა

მსოფლიოში აღიარებულმა ენოლოგებმა: მიშელ როლანმა, სუზანა ბალბომ, ჟან ბუსკემ და ღვინის ინდუსტრიის სხვა მნიშვნელოვანმა ფიგურებმა მონაწილეობა მიიღეს მათი კოლეგის შესახებ გადაღებულ ფილმში, რომელიც რეალურ ისტორიას ეფუძნება. ფილმი  El Camino del Vino (,,ღვინის გზა”) ურუგვაელი სომელიეს – ჩარლი არტურაოლეს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. არტურაოლე ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი საქმის უდიდეს სპეციალისტად ითვლებოდა, მაგრამ ერთ დღესაც მან ღვინის გარჩევისა და დეგუსტირების უნიკალური თვისება მოულოდნელად დაკარგა. ფილმი, რომლის ჩვენებაც ბერლინის კინოფესტივალზე იგეგმება, სომელიეს მოგზაურობასა და დაკარგული ნიჭის აღდგენის მცდელობაზე გვიამბობს. ფილმის გმირი კოლეგებსა და მეგობრებს სტუმრობს და მათ რჩევას ეკითხება. მაგალითად, მიშელ როლანი სომელიეს ვენახში დაბრუნებას ურჩევს. ფილმი კომიკურიცაა და სერიოზულიც, ერთი სცენა არტურაოლეს გარდაცვლილ ნათესავებთან შეხვედრას აღწერს, მეორე – ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტს, საბოლოოდ კი სომელიე ურუგვაიში, თავის ოჯახში ბრუნდება. ფილმის რეჟისორია არგენტინელი ნიკოლას კარერასი. აღსანიშნავია, რომ ფილმმა ადგილობრივ კინოფესტივალზე უკვე მოიპოვა ჯილდო. ჩარლი არტურაოლა ამბობს, რომ თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო დოკუმენტური ფილმის გადაღება, რომელშიც სხვა სომელიეებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, თუმცა საბოოლოდ საინტერესო მხატვრული ფილმი გამოვიდა, რომელიც არტურაოლეს  სამხრეთ ამერიკაში დაბრუნებას ეძღვნება. ურუგვაელმა სომელიემ 19 წლის ასაკში დატოვა ქვეყანა და ესპანეთს მიაშურა. თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე მან არაერთი ჯილდო დაიმსახურა, 2003 წელს ამერიკელ სომელიეთა ასოციაციის მიერ არტურაოლე ,,აშშ-ს ათ საუკეთესო სომელიეს” შორის დასახელდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული