დიდ ბრიტანეთში შარშან რეკორდული რაოდენობის ღვინო ჩამოისხა. ინგლისელ მეღვინეთა კონსორციუმის მონაცემებით, ქვეყანამ 30 346 ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოა, რაც ერთეულებში რაოდენობრივად 4 მილიონ ბოთლზე მეტია. შედარებისთვის – 2009 წელს ბრიტანეთში 3,5 მილიონი, 2008-ში კი – 3,14 მილიონი ბოთლი ღვინო ჩამოისხა.
წარმოების ამგვარი ზრდა ბრიტანელ ფერმერთა მეღვინოების სფეროთი მზარდი დაინტერსებით აიხსნება. The Telegraph-ის მონაცემებით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ფერმერი ერთვება მევენახეობა-მეღვინეობის ინდუსტრიაში – უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში ვენახების ფართობი 75%-ით გაიზარდა და 3270 აკრი (1323 ჰექტარი) შეადგინა. ზოგიერთი გამოცემა კი უფრო დიდ ციფრებსაც ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში წარმოებული ღვინის დაახლოებით 50% ცქრიალაა.
ახალი ვენახების გაშენებაში დიდი წვლილი მიუძღვის ორ წამყვან ბრიტანულ მარანს – Chapel Down-სა და Nyetimber-ს. სუპერმარკეტების ქსელი Waitrose უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ღვინის ბაზრის მსხვილ მოთამაშეთა რიგებში აღმოჩნდება. მისმა მესვეურებმა 2009 წელს შარდონეს, პინო ნუარისა და პინო მენიეს ვენახები გააშენეს ჰემპშირში.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი