Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანელები სასმელის მარკირებას მოითხოვენ

ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელი ბრიტანელების ნახევარი თვლის, რომ სასმელი საზიანოა მათი ჯანმრთელობისთვის და სურთ ინფორმაცია ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ ბოთლის ეტიკეტზე იყოს დატანილი. გაზეთ Telegraph–ში 2400 ადამიანის გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბრიტანელთა 60% თვლის, რომ ალკოჰოლური სასმელის ბოთლები, თამბაქოს პროდუქციის მსგავსად, მარკირებული უნდა იყოს და აფრთხილებდეს მომხმარებელს, თუ რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული ალკოჰოლის მიღება. გამოკითხულთა მეორე ნაწილი განსხვავებულად ფიქრობს და თვლის, რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ზიანის მომტანი არ არის. ამ გამოკითხვამ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოავლინა – მართალია, კრიზისის გამო ბრიტანელებმა პაბებსა და ბარებში სიარულს მოუკლეს, სამაგიეროდ, შინ დალევას მოუხშირეს. გამოკითხულთა მესამედმა კი სწორედ კრიზისის გამო შეამცირა ბიუჯეტი და შესაბამისად, შეამცირა სმაც. მიუხედავად ამისა, დღესდღეობით დაახლოებით 10 მილიონი ბრიტანელი მიირთმევს ზომაზე მეტ ალკოჰოლს, რაც ქალთათვის დღეში 1 ჭიქა ღვინით, ხოლო მამაკაცთათვის დღეში 3-4 ჭიქა ღვინით განისაზღვრება.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული