Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრაზილიური ღვინო მსოფლიოს ღვინის ბაზარზე

ყველასათვის ცნობილია, რომ ბრაზილიაში ძალიან ცხელი და ნოტიო ჰავაა ვაზის გასაშენებლად, თუმცა შორეულ სმხრეთში, არგენტინისა და ურუგვაის საზღვრებთან ახლოს კლიმატი გაცილებით რბილია. სწორედ აქ, რიო გრანდე-დო სულ-ის შტატში (Rio Grande do Sul) 1000-ზე მეტი ღვინის საწარმოა და ბრაზილიური ღვინის ინდუსტრია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყვავის. 

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით გასულ წელს ბრაზილიაში 3,6 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო დაიწურა. ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, ცუდი სულაც არაა, თუმცა არც თუ ისე შთამბეჭდავია მსხვილ ღვინის მწარმოებელ ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით. მაგალითად, იტალიაში გასულ წელს წარმოებულმა ღვინომ 50,2 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო საფრანგეთი 37,6 მლნ.-ით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ვახსენოთ არგენტინაც 12.5 ჰექტოლიტრით, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში ყველაზე დიდი მეღვინეობის სექტორი აქვს. 

ბრაზილია ახლა ექსპორტს ახორციელებს, თუმცა საექსპორტო ბაზარზე წარმოებული ღვინის მხოლოდ 2% გააქვს. როგორც ბრაზილიის საექსპორტო სააგენტოს მენეჯერი, რაფაელ რომანია განმარტავს, მათ სტრატეგიული მიდგომა აქვთ. მისი ორგანიზაცია 2004 წელს დაარსდა ბრაზილიის მევენახეობის კავშირის მიერ, რათა ბრაზილიური ღვინოები მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიისთვის უფრო ცნობილი ყოფილიყო. ასე რომ, როგორც სტატიიდან ვკითხულობთ, ნაცვლად იმისა, ღვინის საწარმოებს სათითაოდ გაეკეთებინათ რეკლამირება საკუთარი ღვინოებისთვის, ახლა ამას Wines of Brazil გააკეთებს: “ჩვენი ქვეყანა ჯერ არის აღიარებული მწარმოებლად, ამიტომაც ხალხი გაკვირვებულია, როცა ბრაზილიური ღვინის შესახებ ესმით. მნიშვნელოვანია პოპულარიზაცია, რათა მსოფლიოს ღვინის ბაზარზე ადგილის დამკვიდრება შევძლოთ”.

ევან გოლდშტეინი, სან-ფრანცისკოში მცხოვრები ოსტატი სომელიე აღნიშნავს, რომ ბრაზილიური ღვინოების ხარისხი შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს: “მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია ბევრისთვის ახალი მონაწილეა ღვინის გლობალურ სცენაზე, როგორც კი ხალხი მათ ღვინოებს გასინჯავს, სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩებიან უდავოდ”.

ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საწარმოს Aurora-ს ექსპორტის ზედამხედველი, ჯორჯია მეზეკა აღნიშნავს, რომ საექსპორტო ბიზნესის ასაშენებლად მოთმინებაა საჭირო და დასძენს იმასაც, რომ ბრაზილიური ღვინო არგენტინისა და ურუგვაის ღვინოებს ჰგავს. თუმცა, როგორც ვკითხულობთ, ამ ქვეყნების ყურადღება უფრო მეტად წითელ ღვინოებზეა გამახვილებული მაშინ, როცა ბრაზილიაში ცქრიალა ღვინოებია პოპულარული წარმოების თვალსაზრისით: “ჩვენ გვირჩევნია ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც უკეთ გამოგვდის, ანუ ცქრიალა ღვინოებზე” - განმარტავს მეზეკა. 

Aurora ამჟამად ცქრიალა, წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოების ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის ჩინეთსა და იაპონიაში. თავად ღვინის საწარმო 1930-იან წლებში შეიქმნა და მთლიანობაში მას 1100 ოჯახი ფლობს, რომლებსაც საკუთარი ვენახები აქვთ. სტატიას სრულად BBC-ს გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული