2012 წელს ღვინის დარგში მოღვაწე ბლოგერების ევროპულ კონფერენციის (European Wine Bloggers Conference) ჩატარების ადგილად თურქეთი და სახელდობრ, ქალაქი იზმირი სახელდება. ასოციაცია “თურქეთის ღვინოების” დირექტორს, თანერ ოგუთოღლუს თურქეთში კონფერენციის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 2011 წელს ჩატარებულ მსგავს ღონისძიებას დასეწრო. მისი აზრით, ეს შეხვედრა ღვინის თაყვანისმცემლებს საუკეთესო თურქული ღვინის, კულინარიისა და კულტურული ასპექტების აღმოჩენასა და გაცნობაში დაეხმარება.
ღონისძიება ჩატარდება 9-11 ნოემბერს. მისი მიზანია ერთად შეკრიბოს ინტერნეტ-საზოგადოება, რათა მისცეს მათ საშუალება განიხილონ მეღვინეობის დარგში არსებული სხვადასხვა სახის პრობლემები. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს ღონისძიება უნდა იქცეს ინტერნეტის საშუალებით ღვინის თემის განხილვის პლატფორმად ამ მიმართულების განვითარებისათვის.
ღვინის მოყვარულთა ყოველწლიური შეკრებები ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და ბლოგერთა პროფესიული გამოცდილების ამაღლებას.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი