Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აზერბაიჯანის ახალი ღვინოები

აზერბაიჯანელებმა გადაწყვიტეს, თავიანთ ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა აღადგინონ, სიაზანის რაიონი კი ამ საქმიანობისათვის ყველაზე ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან მთისა და ზღვის ჰავა ვენახისათვის საუკეთესო კლიმატს ქმნის. საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანი ერთ-ერთი რესპუბლიკა იყო, სადაც ღვინო იწარმოებოდა, მაგრამ “მშრალი კანონის” შემოღებისთანავე რესპუბლიკაში ვენახები გაჩეხეს და ქარხნები დახურეს. დღეს კი ხელისუფლებას სურს ძველი სახელი დაიბრუნოს და ამისათვის ძალ-ღონეს არ იშურებს. საინტერესოა, რომ ადგილობრივი პროფესიონალების პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ დახმარებისათვის მოლდოველ ტექნოლოგებს მიმართეს.

“ჩვენ აზერბაიჯანელი კოლეგების მოწვევით ჩამოვედით. მათ საქმე თავიდან ბოლომდე ჩვენ მოგვანდეს, ამიტომ ვენახები მთლიანად ჩვენი გაშენებულია,”- გვიამბობს ქარხანა Caspian Coast-ის ინჟინერი ვიქტორ მალჩენკო. მოლდოველმა სპეციალისტებმა 120 ჰექტარი მიწა მორწყვის წვეთოვანი სისტემით მოამზადეს და მხოლოდ ამის შემდეგ დარგეს ვაზის ნერგები. გერმანული, ქართული და ფრანგული ჯიშების გარდა მათ ყურძნის ადგილობრივი ჯიშები, მატრასა და ბაიან შირეი აღადგინეს. პირველმა მოსავალმა მეღვინეები ფრიად გააოცა – თითო ჰექტრიდან მათ ხუთი ტონა ყურძენი მიიღეს.

“როცა ჩამოვედით, ჩვენი ამოცანა იყო, აზერბაიჯანული ღვინის ფენომენი აღგვედგინა. თავდაპირველად ყურძენს ჯალიბაბადის, ხაჩმაზისა და შემახას მევენახეებისაგან ვყიდულობდით, თუმცა ასე ნამდვილად ვერ შევქმნიდით ხარისხიან სასმელს. ამიტომ გადავწყვიტეთ, საკუთარი ვენახები გაგვეშენებინა,” – განმარტავს Caspian Coast-ის დირექტორი მარჩელ კოლებაბა.

იმისათვის, რომ ყურძნის მარცვალმა არომატი და წვენი არ დაკარგოს, ის ადგილზევე უნდა დაიწუროს. ამიტომ ხელისუფლებამ შრომა და თანხა არ დაზოგა ღვინის ქარხანის განახლებისთვის. დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის უახლესი მოწყობილობები, ამუშავდა ლაბორატორია, მაცივრები და ღვინის შესანახი საცავები. აზერბაიჯანული შირაზის, შარდონეს, მერლოსა და საფერავის პირველი პარტიები კი უკვე გაგზავნილია ბელარუსში, ყაზახეთსა და რუსეთში.

“მომავალი წლისათვის ჩინეთის ბაზარზე შესვლასაც ვგეგმავთ. ამ საკითხზე მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. ჩინეთი ხომ გაყიდვების მხრივ დღეს ყველაზე ოპტიმალური ბაზარია. ისინი ყიდულობენ ბევრს და თან ფულსაც კარგად იხდიან,” - განმარტავს წარმოების დირექტორი, ბატონი მარჩელი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული