Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

საფრანგეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტიორთა ფედერაციის (FEVS) მონაცემთა მიხედვით, ფრანგული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტმა 2022 წელს რეკორდულ ნიშნულს - 17.2 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 10.8%-ით მეტია. ამჟამად სასმელების ექსპორტი ქვეყნის მასშტაბით სიდიდით მეორე ადგილზეა, მას მხოლოდ აეროკოსმოსური საქონლით ვაჭრობის სფერო უსწრებს.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 14%-ით გაიზარდა აშშ-ში და 4.7 მილიარდი ევრო შეადგინა, დიდ ბრიტანეთში - 7%-ით (1.7 მილიარდი ევრო), აზიაში კი 5%-ით (3.9 მილიარდი ევრო).

მსოფლიო მასშტაბით, ფრანგული სასმელების გაყიდვების მაჩვენებელი 2022 წელს შემდეგნაირად გამოიყურება: კონიაკის გაყიდვები 11.6%-ით გაიზარდა და 5.5 მილიარდი ევრო შეადგინა, ღვინის გაყიდვები 10.2%-ით გაიზარდა და 11.6 მილიარდი ევრო შეადგინა, ხოლო შამპანურის გაყიდვების ზრდამ 20%-ს გადააჭარბა და 4.2 მილიარდი ევრო შეადგინა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.