Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“თბილღვინო” აზერბაიჯანის ბაზარზე ბრუნდება

ღვინის ქართული კომპანიები უკრაინის ბაზარზე გაყიდვების შემცირების შემდეგ აქცენტებს ალტერნატიული ბაზრების მიმართულებით აძლიერებენ. როგორც რადიო ``კომერსანტს`` ღვინის კომპანია “თბილღვინოდან” აცნობეს, მიმდინარე თვის ბოლოს აზერბაიჯანში ქართული ღვინის ექსპორტს განაახლებენ.

კომპანიის ინფორმაციით, ხელშეკრულებას, რომელიც აზერბაიჯანის მხარესთან იყო გაფორმებული, ვადა რამდენიმე ხნის წინ გაუვიდა და ახალი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ღვინის ექსპორტი ორ კვირაში ისევ დაიწყება. “თბილღვინო” აზერბაიჯანში საექსპორტოდ 15 ათასი ბოთლის გატანას გეგმავს, რომელთა ფასი ბაზარზე დაახლოებით 7 დოლარი იქნება. კომპანიამ შარშან უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, ლიტვაში, ლატვიაში, ინგლისსა და საფრანგეთში ექსპორტზე მილიონ 40 ათასი ბოთლი ღვინო გაიტანა და წელსაც იგივე რაოდენობის გატანას გეგმავს. “თბილღვინო” 40-მდე დასახელების ღვინოს აწარმოებს და მათი ფასი ქართულ ბაზარზე 3-დან 37 ლარამდე მერყეობს.  
 
რადიოკომერსანტი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული