გამოქვეყნდა ღვინის მუზეუმის პროექტი, რომელიც შვეიცარიაში, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებულ ლავოს ტერასებზე აიგება. ლავოს ტერასები ჟენევის ტბის ჩრდილოეთით მდებარეობს, იქაური ვენახები 830 ჰექტარზეა გადაჭიმული და უამრავ ტურისტს იზიდავს. მუზეუმის პროექტი შვეიცარიულმა არქიტექტურულმა ბიურო Mauro Turin-მა შეიმუშავა. როგორც ბიუროს სპეციალისტებმა განაცხადეს, ღვინის მუზეუმი ზედ უფსკრულის თავზე დაეკიდება. შენობა ისეა დაპროექტებული, რომ ლანდშაფტის ნაწილად აღიქმებოდეს და ტერასების საერთო არქიტექტურა არ დაარღვიოს. პროექტის თანახმად, მუზეუმს გამჭვირვალე იატაკი ექნება, საიდანაც ტერასებზე გაშენებული ვენახების ხედი გადაიშლება. მუზეუმის სტუმრები, პრაქტიკულად, ჰაერში ისეირნებენ და ეს მათთვის დაუვიწყარი სანახაობა იქნება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი