Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალიფორნიული რეკორდი

2011 წლის შედეგებით კალიფორნიული ღვინის ექსპორტის რაოდენობა ყველა წინა წლების რეკორდებს მოხსნის. ამა წლის პირველი 10 თვის ექსპორტის ზრდამ უკვე შეადგინა 23%-ით მეტი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.                                         კალიფორნიის ღვინის ინსტიტუტის მონაცემებით აშშ-ს მთელი ღვინის ექსპორტის რაოდენობამ ოქტომბრისათვის შეადგინა 1,14 მილიარდი დოლარი. ამასთან კალიფორნიაზე მოდის მთელი ამ მოცულობის 90%. 2011 წლის ღვინის ექსპორტის ზრდა აიხსნება ამერიკული დოლარის ინფლაციითა და ამერიკული ღვინის ჩინეთში გაყიდვების მატებით. სავარაუდოა, რომ 2011 წლის შედეგებით ამერიკული ღვინის ექსპორტი გაიზრდება 25,6%-ით. ამასთან, საზღვარგარეთ გაყიდული კალიფორნიული ღვინის ფასი სავარაუდოდ მიაღწევს 1,4 მილიარდ დოლარს.

ამერიკული ღვინის ექსპორტის მოგებამ 1 მილიარდიან ბარიერს პირველად შარშან გადააჭარბა. იგივე ზღვარი წელსაც გადაილახება. ეს ყველაფერი კალიფორნიელ ღვინის მწარმოებლებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ 2020 წელს ღვინის ექსპორტის მოცულობა ამ შტატიდან 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მთელი კალიფორნიული ღვინის 1/3 ზე მეტი გატანილი იქნება ევროკავშირის ქვეყნებში. მიუხედავად ევროზონაში არსებული პრობლემებისა და ეკონომიკური კრიზისისა, აგრეთვე ბრიტანულ ბაზარზე ამერიკული ღვინის გაყიდვების შემცირებისა, დოლარის შესუსტება ყველაფერს გადაწონის და ამერიკული პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდება.

მთელი ამერიკული ღვინის ექსპორტის 5% მოდის ჩინეთზე, ამავე დროს, კარგი ტემპით იზრდება ამერიკული ღვინის გაყიდვები კანადის ბაზარზე. მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში რეალიზებული იქნა 300 მილიონი დოლარის ამერიკული ღვინო. შედარებისათვის, 2010 წელს კანადელებმა შეიძინეს 240 მილიონი დოლარის ამერიკული ღვინო.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული