Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აზერბაიჯანელი მეღვინეები იაპონიას დაეხმარებიან

ჩვენი გაზეთის ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით, რომ იაპონიას, სხვა ქვეყნებთან ერთად, მოლდოვამაც გაუწოდა დახმარების ხელი და სტიქიით დაზარალებულ იაპონელებს წითელი ღვინო გაუგზავნა. როგორც ცნობილია, წითელი ღვინო რადიაციით დასხივებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სასიკეთოდ მოქმედებს.

მოლდოველ კოლეგებს ახლა უკვე აზერბაიჯანელმა მეღვინეებმაც მიბაძეს და იაპონიაში წითელი ღვინის რამდენიმე სახეობას გაგზავნიან. აზერბაიჯანს ამგვარი გამოცდილება უკვე აქვს – წლების წინ, როცა უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარია მოხდა, ავარიის ლიკვიდაციაზე მომუშავეებს სწორედ აზერბაიჯანმა გაუგზავნა ყველაზე მეტი რაოდენობის წითელი ღვინო. აზერბაიჯანული წითელი ღვინო ჩერნობილში ცისტერნებით შეჰქონდათ და წამალივით გაიცემოდა - რეაქტორში ყოველი შესვლის წინ ჯარისკაცებს 100 მლ ღვინოს ასმევდნენ. როგორც ექსპერტი ხანლარ ჰასანოვი ამბობს, რადიაციის საფრთხის დროს ყველანაირი ღვინო არ გამოდგება. ღვინო შეიძლება იყოს წითელიც და თეთრიც, მაგრამ აუცილებლად მშრალი, უშაქრო. მისი მიღება რეკომენდებულია ყოველ სამ საათში ერთხელ 100 მლ-ის ოდენობით. იდელური ვარიანტია ღვინის 60-70 გრადუსამდე შეთბობა, მაგრამ ექსტრემალურ პირობებში, როგორც წესი, ამის საშუალება არ არსებობს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული