Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი ღუმელში

საჭირო მასალა: 2 თავი ხახვი, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 1 ცალი გამშრალი წითელი წიწაკა, 1 ცალი ლიმონი, 1 ს.კ. სოიის სოუსი, 1 ჩ.კ. დაფქული ვარდისფერი წიწაკა, 2 ცალი თევზის ფილე (კანიანი), 1 კბილი ნიორი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. კარის ფხვნილი, 300 გ ბატატი ან კარტოფილი, 3 ცალი საშუალო ზომის პამიდორი, 4 ღერი ქინძი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და ჯანჯაფილი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ დაჭრილი, გამშრალი წიწაკა, ვარდისფერი წიწაკა და 2 ს.კ. ლიმონის წვენი კომბაინით დავაქუცმაცოთ. სოუსი თევზის ფილეს წავუსვათ და 4 საათით მაცივარში მოვათავსოთ. ნიორი წვრილად დავკეპოთ, ავურიოთ ზეთი, კარის ფხვნილი და ლიმონის წვენი. სოუსი მოვასხათ რგოლებად დაჭრილ კარტოფილს. კაროტოფილი მოვათავსოთ ფორმაში და 35-40 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდგათ, ამასობაში დავჭრათ პამიდორი. კარტოფილებზე დავაწყოთ პამიდვრის ნაჭრები, ზედ დავდოთ თევზის ფილე და 15 წუთით ღუმელში შევდგათ. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.