Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანული ცქრიალა ღვინოების მომავალი

გავლენიანი ამერიკელი ღვინის კრიტიკოსი – ერიკ ასიმოვი ბრიტანულ ცქრიალა ღვინოებს დიდ  მომავალს უწინასწარმეტყველებს. ემ ეტაპზე ეს ღვინოები საექსპორტოდ არ გადის, ვინაიდან თვითონ ბრიტანეთშიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და პროდუქციის მიწოდებით ადგილობრივ ბაზარსაც ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს. თუმცა, ბრიტანელ მეღვინეებს ყველა პირობა აქვთ საიმისოდ, რომ შესანიშნავი ცქრიალა ღვინოები ჩამოასხან: ცარციანი ნიადაგი, გრილი კლიმატი და როგორც ექსპერტების, ისე მომხმარებლების მზარდი ინტერესი.

სამხრეთ ინგლისში ვიზიტისას ასიმოვმა განსაკუთრებით გამოყო აღმოსავლეთ სასექსის ელეგანტური ბლან-დე-ბლანი Ridgeview Estate-სგან, კენტური Gousborne Estate და Hush Heath Estate Balfour Brut Rose.ღვინის კრიტიკოსმა უყურადღებოდ არც ბრიტანული ცქრიალა ღვინოების წარმოების პიონერი – კომპანია Nyetimberდატოვა, რომელმაც პირველი ვენახები ჯერ კიდევ 1988 წელს, დასავლეთ სასექსში გააშენა. Nyetimber-ის ღვინოებმა უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება – Nyetimber Classic Cuvée 2003 შარშან, იტალიის ქალაქ ვერონაში გამართული ცქრიალა ღვინოების დეგუსტაციის გამარჯვებულად დასახელდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული