Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალზელანდიური აღმასვლა

ახალზელანდიელმა მეღვინეებმა გამოსავალი იპოვეს და 2012 წლის მწირი მოსავლისაგან სარგებელი მაინც მიიღეს, რითაც საერთაშორისო ბაზარზე ფეხი კიდევ უფრო მყარად მოიკიდეს.

ასოციაცია New Zealand Winegrowers ყოველწლიურად აქვეყნებს ახალზელანდიელ მეღვინეთა ანგარიშს. სწორედ ამ ანგარიშის მიხედვით ცნობილ გახდა, რომ ექსპორტის საერთო ღირებულება 3%-ით გაიზარდა და 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა კი მოცულობა 5%-ით, 169,6 მილიონ ლიტრამდე შემცირდა. “2012 წლის მწირი მოსავლის გამო ქვეყანაში ღვინის წარმოება შემცირდა, თუმცა მეღვინეებმა ამით ისარგებლეს და ბაზარზე პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს,” – აცხადებს New Zealand Winegrowers-ის ხელმძღვანელი სტივ გრინი. როგორც ირკვევა, ახალზელანდიელი მეღვინეები წარმატებით ითვისებენ გასაღების ახალ ბაზრებს და კიდევ უფრო უკეთ იმკვიდრებენ ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში ექსპორტირებული სასმლის რაოდენობა შემცირდა, სამაგიეროდ, ექსპორტმა ამერიკაში 13%-ით, ხოლო გერმანიაში 25%-ით იმატა.

“ზრდისა და განვითარების უდიდესი პოტენციალი ამერიკისა და კანადის ბაზრებზე გვხვდება. მართალია, აზიაც მეტად საინტერესოა, მაგრამ იქაური ბაზარი განვითარების ჯერ კიდევ პირველ საფეხურზე დგას. ევროპაში ღვინის ბაზარი საუცხოოდ დახვეწილი და განვითარებულია, მაგრამ ახალზელანდიური ღვინო ამ ქვეყნებში ისევ “ახალბედას” სტატუსით ვრცელდება,” – განმარტავს სტივ გრინი. ექსპორტირებული ახალზელანდიური ღვინოებიდან 85% სოვინიონ ბლანია, 6% კი – პინო ნუარი. 2013 წელს ამ ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის, 345 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა, ეს კი წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.